11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

შენგელიას ცსკა ევროლიგის ნახევარფინალში ეფესთან ბრძოლაში დამარცხდა

0
03.06.21. 663×81 ბანერი
თორნიკე შენგელიას ცსკა-ს ევროლიგის ფინალში გასვლამდე მცირედი დააკლდა. მოსკოვურმა ფლაგმანმა ოთხთა ფინალის პირველ შეხვედრაში, რომლის მოგებულიც ფინალში გადიოდა, დაძაბულ ბრძოლაში სტამბოლის “ეფესთან” 86:89 დათმო.ქართველმა ფორვარდმა 24:02 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. შენგელიას 4 ჯარიმა ნაადრევად დაუგროვდა და ის იტუდისმა მეოთხე პერიოდში აღარ ათამაშა. ცსკა მესამე პერიოდში 21 ქულას აგებდა და გუნდმა თამაშში დაბრუნება მოახერხა, თუმცა ვილ კლაიბერნმა საფინალო სირენამდე  7 წამით ადრე სამქულიანი ააცილა და რუსულმა გუნდმა ფინალში გასვლის შანსი დაკარგა.ევროლიგის ფინალი 30 მაისს გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 22:30-საათზე დაიწყება და ჩემპიონობისთვის ეფესი და კატალონიური ბარსელონა შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, რომლის ძირითადი დრო ფრედ სრულდებოდა, მაგრამ კორი ჰიგინსმა სირენის თანხლებით ორქულიანი ჩააგდო და კატალონიელებს 84:82 გაამარჯვებინა.შენგელიას გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩში მეორე ნახევარფინალში დამარცხებულ “არმანი მილანს” შეხვდება.წყარო: gbf.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო