11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

მეტოქე ცნობილია! თელავში ნიდერლანდების წინააღმდეგ

0
03.06.21. 663×81 ბანერი

ნიდერლანდებმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ბელგია 23:21 დაამარცხა და 19 წლის შემდეგ უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა.
შესაბამისად, 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, ‘კავკასიონი არენაზე’ ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს.მატჩის დაწყების ზუსტ დროს და ინფორმაციას ბილეთების შესახებ, უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.ბორჯღალოსნებს ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. პირველი შეხვედრა 1995 წელს ჰოლანდიაში გაიმართა და საქართველო 3:0 დაწინაურდა, თუმცა მერე 9 ლელო გაუშვა და მასპინძლებმა 55:3 იმარჯვეს.რევანში 2000 წელს, თბილისში შედგა. საქართველომ მეტოქეს „ეროვნულზე“ უმასპინძლა და 20 ათასი მაყურებლის თვალწინ 41:6 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ მეტოქეს ამსტერდამში ვეწვიეთ და 32:3 ვძლიეთ, ხოლო 2002 წელს, ნიდერლანდებს თბილისში სარეკორდო სხვაობით, 88:0 მოვუგეთ. 2007 წლამდე (ჩეხეთთან 98:3) სწორედ ეს თამაში იყო საქართველოს ნაკრების სარეკორდო სხვაობით გამარჯვება.შეგახსენებთ, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან 3 და 10 ივლისს ორ ტესტს გამართავენ, შინ დაბრუნებულები კი, 17 ივლისს შოტლანდიას დაუხვდებიან.წყარო: rugby.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო