11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანი რჩება

0
ბარსელონურ “სპორტს” ნამდვილად დაეჯერება, რადგან “ბარსას” ხელმძღვანელობასთან დაახლოებული გამოცემაა და მისი მტკიცებით, რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება. ამის შესახებ რამდენიმე საათში ან ხვალ-ზეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კუმანს სთხოვა ხელფასის დაკლებას დათანხმებოდა, დაბრუნებოდა ტაქტიკურ სქემა 4-3-3-ს და ნუ შეეცდება იოჰან კრუიფის მიერ დანერგილი პრინციპების შეცვლას. იმ შემთხვევაში თუ გუნდი მომავალ სეზონში დასახულ მიზნებს მიაღწევს, კუმანს ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით ავტომატურად გაუგრძელდება. წყარო: sport.es
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო