11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

“ლილის” ტრიუმფი მიზეზები: პუტინთან მეგობრობა, რუსეთის მილიარდიანი ტენდერები, Skype-ს მილიარდები…

0
03.06.21. 663×81 ბანერი

„ლილი“ საფრანგეთის ჩემპიონი ზუსტად 10 წლისა და 2 დღის შემდეგ გახდა. საინტერესოა გავიხსენოთ, რა ხდებოდა 10 წლის წინ…

პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა, ხოლო „მონაკო“ საერთოდ გავარდა

თქვენ ზუსტად იცით ძველი „ლილის“ სასტარტო შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი.

25 წლის ადილ რამიმ 36 მატჩი ჩაატარა, ახლა კი 35 წლისაა და “ბოავიშთაში” გამოდის.

Rami doubt for Montpellier - Eurosport

25 წლის იყო მატიო დებუშიც, 35 თამაში და 2 გოლი! ახლა კი “სენტ ეტიენიდან” მიდის.

Mathieu Debuchy: Newcastle United finally get their man

იოან კაბაიც 25 წლის იყო, 35 მატჩი, 2 გოლი, მიმდინარე წლის დასაწყისში კი კარიერა დაასრულა!

16 idées de Losc | losc, losc lille, lille

ედენ აზარი კი მხოლოდ 20 წლის გახლდათ, 38 მატჩში 7 გოლი შეაგდო, წელს კი ძირითადად, “რეალის” ლაზარეთს ალამაზებდა.

Who is Eden Hazard? - Eurosport

ჟერვინიო 23 წლის იყო, 15 გოლი გაიტანა, წელს კი “პარმასთან” ერთად სერია ბ-ში გავარდა.

Arsenal to meet Gervinho - Eurosport

მუსა სოუ 25 წლის იყო და ამდენივე გოლით გამოიჩინა თავი… ახლა თურქეთის მეორე ლიგაშია და “უმრანიესპორში” გამოდის.

Lille: Moussa Sow sur le départ?

ყურადღება მიაქციეთ ლიდერთა ასაკს – 25-წლიანების რაღაც მაგიაა, რომლებიც ახლა 35 წლისა არიან. სხვათა შორის, გუნდის ამჟამინდელი მთავარი თავდამსხმელი ბურაქ ილმაზიც 35 წლისაა.

მაშინ პსჟ ყატარელებს ჯერ კიდევ არ ეყიდათ, გუნდი კი ვეტარანების სახლი იყო, იქ ჟიული, მაკელელე და კუპე თამაშობდნენ.

Tis the Midseason: A Review of PSG's 2010-11 Campaign at the Christmas Break | Bleacher Report | Latest News, Videos and Highlights

იმ წელს 24 წლის ოლივიე ჟირუ “სენტ ეტიენის” საუკეთესო ბომბარდირი 12 გოლით გახდა, 1 წლის შემდეგ კი 21 შეაგდო და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.

Arsenal Transfer Update: Negotiations for Olivier Giroud Will Soon Be Underway | Bleacher Report | Latest News, Videos and Highlights

იმ სეზონში „მონაკომ“ ჩემპიონი დაამარცხა, მაგრამ ლიგა 2-ში გავარდა და მხოლოდ 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. მონეგასკებს პერსპექტიული, მაგრამ ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდათ: რუფიე, კურშავა, ობამეიანგი, მენდი (რომელიც ახლა “ლესტერშია”).

UEFA Champions League Twitterissä: "Aubameyang spent the first half of 2010/11 on loan at Monaco, scoring twice in 23 games. #UCLdraw… "

იმავე სეზონში „ლილი“ საფრანგეთის თასსაც დაეუფლა: ფინალში პსჟ-ს 1:0 მოუგო. საოცრებას ჰქონდა ადგილი, ყველა ჩემპიონი ბოლო სამ სეზონში თასის მფლობელიც ხდებოდა: 2009 წელს „ბორდო“, 2010 წელს „მარსელი“ და 2011-ში „ლილი“!

მუსა სოუ 25 გოლით იმ ჩემპიონატის მთავარმეგოლე გახდა.

კონკურენტები – მაქსიმალურად კოლორიტულები.

ყურადღება მიაქციეთ ბიჭს მეორე სტრიქონში: „ლორიანი“ მეთერთმეტე ადგილზე გავიდა, მისმა თავდამსხმელმა კევინ გამეირომ კი 22 გოლი გაიტანა.

და სად იყო 2011-ში კრისტოფ გალტიე? (მწვრთნელი, რომელმაც “ლილს” ჩემპიონობა მოუტანა) დიმიტრი პაიეს „სენტ-ეტიენში“ ავარჯიშებდა.

სხვათა შორის, ამავე სეზონში ალეკსანდრ ლაკაზეტი “ლიონში” 38 ნომრიან მაისურს ატარებდა და ჩემპიონატში 1 გოლი გაიტანა!

Throwback Arsenal on Twitter: "A 19 year old Alexandre Lacazette played at the Emirates Stadium in the 2010 Emirates Cup against Celtic.… "

ცოტა სიგიჟე მსოფლიოს ფეხბურთიდან

მოკლედ, ფრანგულ ამბებში გავერკვიეთ – რა ხდებოდა იმ დროს ევროპულ ფეხბურთში?

•‎ 2007-ში „იუვენტუსი“ სერია А-ში დაბრუნდა, თუმცა ჩემპიონი ვერ გახდა. 2010 და 2011 წლებში მეშვიდე ადგილზე გავიდა.

•‎ იურგენ კლოპის „დორტმუნდმა“ ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო – „ბაიერნი“ შოკში იმყოფებოდა.

• 2011 წლის აპრილი და მაისის დასაწყისი – კლასიკოს ფანების სამოთხე. ერთ თვეზე ნაკლები დროის მანძილზე „რეალი“ და „ბარსელონა“ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: ჯერ ფრე ჩემპიონატში, მერე „რეალის“ გამარჯვება თასის ფინალისას და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, სადაც „ბარსამ“ იმარჯვა.

•‎ ზამთრის დასასრულს „ლივერპულმა“ ფერნანდო ტორესი „ჩელსის“ 50 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, მის შემცვლელად კი ენდი კეროლი 35 მილიონად შეიძინა. 10 წლის შემდეგ კეროლს თითქმის არ ათამაშებენ „ნიუკასლში“ და მალე თავისუფალი აგენტი გახდება.

ძალიან ბევრი გულშემატკივრის აზრით, 2020/21 წლების ევროსეზონის ყველაზე დიდი სენსაცია სწორედ “ლილის” ჩემპიონობა იყო, თან სასიამოვნო, განსაკუთრებით იმიტომ, ეს კლუბი პირველი ადგილისთვის პსჟ-ს ფონზე იბრძოდა… აქაო და თითქოს, კონკიამ დედოფალს აჯობაო, მაგრამ ეს მთლად ასეც არ არის. მართალია “ლილის” უკან ყატარის ემირის ფონდი არ დგას, მაგრამ ფული საკმაოდ აქვთ. გადამწყვეტი როლი კომპანიის მფლობელთა რუსულმა კავშირებმა იქონია, რომელთაც მიეცათ საშუალება მრავალმილიარდიანი სახელმწიფო კონტრაქტები გზის მშენებლობისთვის გაეფორმებინათ. ეს კი, თავის მხრივ, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მხირდან სისწრაფისადმი სიყვარულმა განაპირობა. დაუჯერებლად ჟღერს ხომ? პოპკორნი მოიმარაგეთ, მართლაც დაუჯერებლი ისტორიაა…

 

“ლილის” მფლობელთა ვინაობა არავინ იცის – ეს კი ლუქსემბურგის კანონმდებლობის დამსახურებაა

 

ევროპაში ყველაფრის გამჭირვალობა უმთავრეს პრინციპად არის ლამის ქცეული, თუმცა “ლილს” სხვა ისტორია აქვს – არავინ იცის ვინ არის ამ კლუბის მფლობელი. როგორ მოხდა ეს? გასული წლის 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ კლუბი კომპანია Callisto Sporting-მა შეიძინა, რომელიც ლუექსემბურგში დარეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი Merlyn Partners-ის შვილობილი კომპანიაა.

რამდენიმე დღით ცნობილი გახდა, რომ კომპანია Mediapro-მ ლიგა 1-თთან სატრანსილაციო კონტრაქტი გაწყვიტა, არა და ლიგა მათგან წელიწადში 780 მილიონ ევროს იღებდა. კლუბები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ერთერთი ყველაზე მეტი ვალი კი “ლილს” აღმოაჩნდა. ფრანგულ კლუბს ამერიკული ბანკი JP Morgan (სუპერლიგას რომ აფინანსებს/და) და ფონდ Elliott Management-ის 123 მილიონი ევრო მართებდა. მას შემდეგ, რაც ლიგა 1 კონტრაქტის გარეშე დარჩა, “ლილს” ამერიკული დელეგაცია ეწვია.

ამერიკელებმა კლუბს ვალების მაშინვე დაფარვა მოსთხოვეს. ეს “ლილს” არ შეეძლო, ამიტომ ასეთი გამსოავალი იპოვეს: მევალეები კლუბს ვალში წაიღებდნენ და იმავე ფასად Callisto Sporting-ს მიყიდდნენ. ასეც მოხდა.

საინტერესო ის არის, რომ ჟერარ ლოპესი უბედური საერთოდ არ ჩანდა, არა და წარამტებული ბიზნესი აწაპნეს. კლუბში არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ლოპესმა დატოვა ხელმძღვანელის პოზიცია… სხვა 1 თანამშრომელიც კი არავის გამოუცვლია…

აი, Callisto-სა და ფონდი Merlyn-ის უკან ვინ იდგა, საიდუმლოდ დარჩა. პრეზიდენტად “რენის” ექსხემძღვანელი ოლივია ლეტანი დანიშნეს, რომელიც მფლობელებზე ცოცხალი თავით ერთ სიტყვასაც არ ამბობს.

ფრანგმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და განაცხადეს, რომ სავარაუდო მფლობელი შესაძლოა, ნიდერლანდელი ბიზნესმენი მარტენ პეტერმანი ყოფილიყო, რომელიც JP Morgan-ში დიდი ხანი მუშაობდა, შემდეგ კი საკუთარი ჰეჯ-ფონდი Merlyn Advisors-ჩამოაყალიბა, რომლის სახელიც “ლილის” მყიდველი ფონდის სახელს ჰგავს…

თებერვალში პეტერმანმა ფონდის მიერ კლუბის ყიდვა დაადასტურა და ის ფრანგული ფეღბურთის მაღალი პოტენციალით ახსნა. თუმცა, საიდუმლოს თავი მაინც არ მოხსნია. ლუქსემბურგში, ევროპის მასშტაბით, ცხოვრების ყველაზე მაღალი დონეა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-თი კი ყატარის შემდეგ მსოფლიოში მეორეა. სწორედ ამ ქვეყანაშია რეგისტრირებული Merlyn Partners და მიზეზი ის გახლავთ, რომ ლუექსემბურგი ევროპული ოფშორია… აქ დარეგისტრირებულ კომპანიებს მფლობელთა ვინაობის დამალვის უფლება კანონმდებლობით აქვთ.

2021 წელს Le Monde, Le Soir, The Miami Herald, Sueddeutsche Zeitung და კიდევ სხვა გამოცემების ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს კვლევა OpenLux. ამ რეპორტის მიხედვით, ლუქსემბურგში 15 000 ფონდი მუშაობს და მათი მთლიანი აქტივები 4,5 ტრილიონ ევროს უდრის, ეს კი სხვა ნებისმიერი ქვეყნის მაჩვენებელზე მეტია.

Merlyn Partners, რომელმაც “ლილი” იყიდა ამ 15 000-დან ერთერთი და მის უკან, შესაძლოა, ნებისმიერი ვინმე იდგეს, თავად კლუბის ყოფილი მფლობელი ჟერარ ლოპესიც კი, რომელსაც, შეიძლება, ფეარ პლეის პრინციპების დარღვევა არ უნდოდა და ვალის თავისი სახსრებით გადახდა, ამიტომ გამოსავალი იპოვა… თან ეს ლოპესი, ლუქსემბურგის მოქალაქე და საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენია. ახალი მფლობელი მართლაც რომ არსებობდეს, ლოპესის როლი გუნდის განვითარებაში უდიდესია. ლიგა 1-ში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახადა, ინოვაციური მიდგომების საშუალებით განავითარა. რამეთუ შემადგენლობა, რომელიც ჩემპიონი გახდა, სწორედ მისი ფულით შეიკრიბა.

მილიარდები კი ლოპესმა Skype-ს გაყიდვით იშოვა, რამაც სპორტში ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცა

ჟერარ ლოპესი 1972 წელს ლუექსემბურგში, ქალაქ ეშში ესპანელი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა, რომელსაც ხორცის მაღაზია ჰქონდა.

“ჩვენი ოროთახიანი ბინის ფანჯრები იმ მოედანს გადაჰყურებდნენ, სადაც ადგილობრივი გუნდი “ფოლა ეში” (ქართველებისთვის ნაცნობი კლუბია, საჩხერის “ჩიხურამ” ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაჯაბნა) თამაშობდა. ასე რომ, ფეხბურთი ბავშვობიდან შემიყვარდა, მაგრამ ესპანურ გუნდებს ვგულშემატკივრობდი, პატრიოტი ვიყავი და ლა ლიგის თამაშებს არ ვაცდენდი. შემდეგ კი მივხვდი, ბედნიერი იქ უნდა გავმხდარიყავი, სადაც ვცხოვრობდი,”- იხსენებს ლოპესი.

ლოპესმა კი პირველი ფული პროგრამირებით ისწავლა, სხვადასხვა კომერციული ფირმებისთვის პროგრამებს წერდა. აი, ინტერნეტის გამოჩენამ კი ფრთები შეასხა. როცა, მე-20 საუკუნის 90-იანებში ყველა ინტერნეტს 1-წლიან მოდად თვლიდა, ლოპესს განსხვავებული აზრი ჰქონდა და მისი კომერციული მნიშვნელობა მალევე შეამჩნია.

თავიდან ლოპესმა მანქანების გაქირავებისა და სიგნალიზაციების დამონტაჟების საიტების კეთება დაიწყო. კონკურენტი არ ჰყავდა, ისიც აკეთებდა საიტებს და შემდეგ ყიდდა. 22 წლის ასაკში პირველი მილიონი იშოვა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებდა. მალე Mangrove Capital Partners-ი ჩამოაყალიბა, საინვესტიციო ფონდი, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიურ სტარტაპებს მთელ მსოფლიოში ეძებდა და მათში ფულს აბანდებდა. ყველაზე დიდი გარიგება კი 2003 წელს დადო, როცა შვედურ-დანიურ-ესტონური კომპანია Skype იყიდა. მასში ლოპესმა 20 მილიონი ევრო ჩადო, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და სხვა პარტნიორების ფულიც დაამატა. უკვე 2005 წელს ჟერარმა ამ პარტნიორებთან ერთად Skype eBay-ს 2,5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. ფრანგული გამოცემების მიხედვით ლოპესს აქიდან 400 მილიონი დოლარი დარჩა.

ფული რომგ გაუჩნდა, თავისი ოცნებების ასრულება დაიწყო. ჯერ “ფოლა ეში” იყიდა და მეორე დივიზიონში მაჩანჩალობიდან ქვეყნის ჩემპიონი 82 წლის შემდეგ პირველად აქცია. მაგრამ, ლუქსემბურგული ფეხბურთი მისთვის ძალიან უმნიშვნელო იყო. შემდეგ მანქანებზე გადაერთო, Top Gear-ის წამყვანების ინფორმაციით, ჟერარ ლოპესს 85 სპორტული მანქანა ჰყავს და მის კოლექცია 1950/60-იანი წლები მრბოლელთა ბოლიდებიც მრავლად არის.

ლოპესი ფორმულა 1-ის ბოსთან ერთად 

ლოპესი პუტინს პირად მეგობარს უწოდებს და სწორედ მისი საშუალებით, რუსეთის ფედერაციასთან მილიარდიანი კონტრაქტები აქვს გაფორმებული

2010 წელს რუსულ დიდ არხებზე გავიდა სიუჟეტი, თუ როგორ მართავდა რუსეთის მაშინდელი პრემიერმინისტრი ვლადიმირ პუტინი F1 Renault-ის ბოლიდს. ეს ტესტი ლენინგრადის ობლასტის ერთერთ გზაზე გაიმართა. პუტინს მოეწონა მართვა, დიდი ხანი “გონკაობდა”, ხოლო როცა ტესტი დაასრულა, მის გვერდით Renault-ის ფორმაში გამოწყობილი მელოტი კაცი იდგა. რუსულ პრესას არ უთქვამს ვინ იყო ის, ევროპელებმა კი ადვილად იცნეს – კომპანია Renault-ის მფლობელი ლუქსემბურგელი ჟერარ ლოპესი.

 

პუტინს Renault შემთხვევით არ აურჩევია. იმავე წელს, პუტინის ტესტამდე, რენომ ხელშეკრულება АвтоВАЗ-თან გააფორმა და “სამეფო რბოლებში” პირველი რუსი პილოტი ვიტალი პეტროვი გამოჩნდა. Renault-ის გუნდის ყიდვის შემდეგ ლოპესმა პირველი რაც გააკეთა, სწორედ Lada-სა და პეტროვთან გაფორმებული კონტრქტი იყო. ფორმულა 1-ის გუნდის სამართავი პაკეტი კი Genii Capital-ის საშუალებით 2009 წლის ბოლოს იყიდა, თვენახევარში კი რუსებთან ხელშეკრულებები გააფორმა. პეტროვი კი ფორმულა 1-ში მამამისის წყალობით მოხვდა, რომელიც ბიზნესმენია და კარგი სანაცნობო წრე ჰყავს. მთავარი კი მათ შორის, ილია ტრაბერია, 90-იანების სანკტ-პეტერბურგის ერთერთი მთავარი ფიგურა, მეტსახელად “ანტიკვარი”.

ტრაბერი უამრავი ჟურნალისტური და საპოლიციო გამოძიების თავარი გმირია, რომელიც 90-იანებში პეტერბურგის საზღვაო პორტს აკონტროლებდა, საიდანაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები რუსეთიდან გადიოდა. გამტან კომპანიაებში ყველაზე მსხვილი ფირმა Gunvor იყო, პუტინის ახლო მეგობარი გენადი ტიმჩენკოს კომპანია. მაშინდელი პორტის ხელმძღვანელებს შორის “გაზპრომის” ამჟამინდელი ხელმძღვანელები ალეკსეი მილერი და ალეკსანდრ დიუკოვი იყვნენ.

 

იქამდე კი 2009 წელს, ტრაბერი შვეიცარიაში, საკუთარ ვილაში ცხოვრობდა, სოფელ ტურ დე ვილში, ჟენევის ტბის სიახლოვეს, სადაც მას ჟერარ ლოპესი დაუმეზობლდა, რომელმაც სახლი ჩარლი ჩაპლინის შთამომავლებისაგან იყიდა. Le Monde-სთან ინტერვიუში ლოპესმა აღიარა, რომ ტრაბერთან ფორმულა 1-ის საკთხები განიხილა, მათ შორის პეტროვის პილოტად დაყენებაც. სხვა ინტერვიუში კი ის აღნიშნა, რომ Renault-ის მფლობელი რაც გახდა, ტესტები ვის არ მოუწყო, არაბი პრინცებიდან დაწყებული ჰოლივუდის ვარსკვლავებით დასრულებული, თუმცა პუტინის ტესტ-დრაივი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

El Pais-თან ინტერვიუში ლოპესი აღფრთოვანებით საუბრობდა:

“პუტინის ქალაქგარე ვილაზე წავედით და დიდი ხანი ვისაუბრეთ. ბრწყინვალე საღამო იყო, ბაღში ფორტეპიანო უკრავდა, პუტინი ცხოველებს საკუთარი ხელით აჭმევდა. მკითხა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ არა, ხალხს რომ გაეგო, მასთან ვმეგობრობდი. მე მაშინვე თავი დავუკარი და მაშინვე ჩემთვის რუსეთის ყველა კარი გაიღო, არა და პრეზიდენტს არსად დაურეკავს, ერთი ბრძანებაც კი არ გაუცია.”

ლოპესის სიტყვები დატრაბახებად შეიძლებოდა აღვექვა, ამგრამ იმ შეხვედრის შემდეგ ლუქსემმბურგელის კომპანიებმა რუსეთში გიგანტური ტენდერების მოგება დაიწყო, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მშენებლობებზე.

რუსეთში სამუშაოდ ლოპესმა შვედეთში ფონდი Rise Capital გამოიყენა, რომლის მთავარი პატრნიორი რუსეთში სამშენებლო კომპანია “ВИС” გახლავთ. ტელეკომპანია “დოჟდის” ინფორმაციით, “ვისის” მიერ მოგებული 5 მსხვილი ტენდერიდან 4-ში Rise Capital-ც მონაწილეობს და მათი სრული ღირებულება 180 მილიარდი რუბლია (დაახლოებით, 2 მილიარდ 100 მილიონი ევრო). ამას გარდა, არსებობს მათი შვილობილი კომპანია ВИС Трансстрой, რომელმაც არქტიკაში რკინიგზის გასაყვანად 112 მილიარდი რუბლის ტენდერი მოიგო. პროექტი შეჩერდა, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას ფული არ ეყო და დახმარებას ცენტრიდან ელიან. Rise Capital-ი კრასნოდარის მხარეშიც აპირებს საქმიანობის დაწყებას…

შვედური Aftonbladet და ბრიტანული the Guardian-ი წერდნენ, რომ ტენდერების მოგების სანაცვლოდ პუტინმა ლოპესს ერთი დელიკატური მომსახურება სთხოვა. ლოპესმაც შეასრულა და Rise Capital-ის სახელით ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიას 400 000 ფუნტი გადაურიცხა, რომელსაც ეს თანხები ბრექსიტის შესახებ არსებულ რეფერენდუმში გამარჯვებისათვის სჭირდებოდათ. გარდა ამისა, Aftonbladet იმასაც წერდა, რომ Rise Capital აფინანსებს შვედურ მემარჯვენე პარტიას, რომელიც რუსეთის კრიტიკას მხარს არ უჭერს. ასევე, Rise Capital-ის საშუალებით ლოპესის რუსი პარტნიორები დასავლეთიდან იაფი კრედიტების აღებას ახერხებენ, რაც, პირდაპირი მოთხოვნით საქნციების გამო არ გამოუვათ.

 

ლოპესი ყველაზე დიდი სააგენტო ფირმის შექმნას გეგმავდა, თუმცა ფიფამ ხელი შეუშალა – შემდეგ კი “ლილი” იყიდა

 

მაღალშემოსავლიან რუს ბიზნესმენებთან ურთიერთობის დალაგების პარალელურად ჟერარი მთავარ ოცნება – ფეხბურთზე უარს არასდროს ამბობდა. 2012 წელს Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანიის შექმნას აპირებდა, რომელიც ფეხბურთში 500 მილიონ ევროს ჩადებდა, ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის უფლებებს მოიპოვებდა. იგივე გეგმა ჰქონდა კლუბების მიმართაც, რომელთაც დაბალ ფასში იყიდდა, აქტივებს გაუზრდიდა და უფრო ძვირად გაასხვისებდა.

ფრანგულმა გამოცემა Mediapart ლოპესის კომპანიის პრეზენტაცია გამოაქვეყნა, რომელსაც Kick Partners ერქვა, აი რას შეიცავდა გეგმა:

მთავარ საფეხბურთო ქვეყნებში 20-ზე მეტი ფილიალის გახსნა; 20-30 დიდი საფეხბურთო აგენტი, რომელიც მასთან თანამშრომლობას დათანხმდებოდა და ფულს საკომისიოების სახით მიიღებდნენ; 500 ფეხბურთელზე მეტის ყოლა კონტრაქტებით; Kick Partners-სთვის სუფთა 100 მილიონი ევრო საკომისიოებიდან და გლობალური სააგენტო ბაზრის 10%-ის მოცვა. პრეზენტაცია ასე მთავრდებოდა: “ამიტომ გვქვია ჩვენ Kick Partners, ყველას პანღურებს ამოვცხებთ!” მაშინ გამოცემა წერდა, რომ ეს მთელ ფეხბურთს გადაატრიალებდა…

Kick Parpners-მა რამდენიმე საფეხბურთო აგენტს კონტრაქტი გაუფორმა. პირველი კლიენტები კი ლუკაშ ფაბიანსკი (“არსენალის” სათადარიგო მეკარე” და სერჟ ორიე (“ტულუზას” ლიდერი) იყვნენ, რომელთაც კომპანიამ ახალი კლუბები მოუძებნა. ნაბიჯები ამ მხირვ ბრაზილიაშიც გადაიდგა.

თუმცა, პროექტს ბოლო სტარტზევე მოეღო: 2014 წელს ფიფამ აკრძალა ფეხბურთელზე უფლებების მესამე პირისთვის გადაცემა, რაც Kick Partners-ის გეგმის მთავარი ნიშა იყო. 2015 წელს რავად კასისი გარდაიცვალა, პროექტის ხელმძღვანელი და 2017 წელს ლოპესმა Kick Partners-ის დასრულება გამოაცხადა…

ამ დროს უკვე დაიწყო ახალი პროექტი – 80 მილიონ ევროდ “ლილი” იყიდა, იმ დროს ლიგა 1-ის აუტსაიდერი. ლოპესი გულშემატკივრებს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას დაჰპირდა და თავისი სიტყვა შეასრულა.

დასაწყისი კი რთული გამოუვიდა – ვალების გამო ფედერაციამ “ლილს” ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება აუკრძალა, სწორედ ამიტომ დასჭირდა ვალის JP Morgan-სა და Elliott Management-სგან აღება. ახალი მთავარი მწვრთნელი კი ლამის მოსვლისთანავე გააგდეს, რადგან მარსელო ბიელსა ჩილეში მომაკვდავ მეგობართან გამოსამშვიდობებლად ისე გაემგზავრა, რომ კლუბი არც კი გააფრთხილა. ლოპესი კი ყველაზე რთულ მომენტშიც კი ფიქრობდა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა. რადგან მას გეგმა ჰქონდა, რომელსაც მიჰყვებოდა.

ლოპესის გათვლა კლუბის კაპიტალიზაციისა და მოთამაშეების სატრანსფერო ფასის გაზრდაზე ჰქონდა, შემდეგ კი მათ გაჰყიდდა.

“ჩვენ ხელოვნური ინტელექტის კუთხით ერთერთი ყველაზე დიდი ინვესტორები ვართ. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩვენი შესაძლებლობები კონკურენტებისას ჯობს. შიშველმა სტატისტიკამ, შესაძლოა, რეალობა ვერ აჩვენოს, როცა ფეხბურთელის შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. ჩვენ არა მხოლოდ ფეხბურთელის სტატისტიკურ მონაცემებს ვაანალიზებთ, არამედ იმასაც, თუ რა ზეგავლენას ახდენს ფეხბურთელის მოედანზე ყოფნა მის გვერდით მყოფებზე. უარავი სიტუაცია განიხილება, შესაბამისად საუკეთესო გამოსავალი ცხადი ხდება და ის, ფეხბურთელთა ნიჭზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

აბსტრქტულად კი ჟღერდა, მაგრამ ლოპესის გეგმამ იმუშავა: 2019/20 წლების სეზონიდან მოყოლებული “ლილი” საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე წარმატებული “გამყიდველი” გახდა: ზედიზედ ორ სეზონში ტრანსფერებიდან 100 მილიონ ევროზე მეტი იშოვა. რამდენიმე ტრანსფერი კი ნამდვილ სენსაციად იქცა, მაგალითად, 18 მილიონად ნაყიდი ნიკოლა პეპე 2 წელში “არსენალს” 80 მილიონად მიჰყიდეს(ამ საიდუმლოებით მოცულ ტრანსფერზე ცალკე სტატია გვეწერა, მას “მეთოფეების” ესპანელი სპორტული დირექტორი შეეწირა, რომელსაც პეპეს სანაცვლოდ 2-ჯერ მეტის გადახდაში დასდეს ბრალი). ვიქტორ ოსიმჰენი, რომელშიც 22,4 მილიონი ევრო გადაიხადეს, 1 წლის შემდეგ “ნაპოლიში” 70 მილიონ ევროდ გაამგზავრეს.

ეს კი ლოპესის სტრატეგია იყო: ის ამბობდა, რომ მზად იყო, ყოველ წელს ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი გაეყიდა, თუ მათ სანაცვლოდ სამნიშნა ციფრის ტოლ მილიონებს მიიღებდა. მოთამაშეების წასვლამ კი შედეგზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, მათ ტალანტების ახალი პარტია ჩაანაცვლებს, რომლებსაც უფრო იაფად იყიდიან. და ასე ყოველ სეზონში უსასრულობამდე…

წლევანდელ სეზონში კი “ლილის” გაყიდვებმა უკვე 137 მილიონი ევრო შეადგინა: ზაფხულში ოსიმჰენისა და გაბრიელის (“არსენალში” 26 მილიონ ევროდ) ტრანსფერებს, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სუმარე (“ლესტეში” 23 მლნ ევრო) და მენიანი (“მილანში, 15 მლნ ევრო) დაემატნენ. არა და მათ სანაცვლოდ, “ლილმა” თავის დროზე, ჯამში 1 მილიონი ევრო გადაიხადა. ყველაზე დიდი შენაძენი კი გიორგი ჩაკვეტაძის ექსთანაგუნდელი კანადელი ჯონათად დეივიდი იყო, რომელშიც “გენტს” 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. როგორც ჩანს, “ლილში” მის მინიმუმ, სამჯერ ძვირად გაყიდვას აპირებენ.

შესაძლოა, ლოპესის ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ “ლილით” არ შემოიფარგლოს – France Football-ის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში ლუქსელმბურგელმა ბიზნესმენმა “საუთჰემპტონის” ჩინელ მფლობელებს კლუბის სანაცვლოდ 125 მილიონი ევრო შესთავაზა. სამხრეთელები “ლილის” მსგავსად, პერსპექტიული ფეხბურთელების ყიდვითა და მათი ძვირად გასხვისებით არიან გამორჩეულები…

არა მხოლოდ ფეხბურთელები, ლოპესისთვის პრობლემა არც მწვრთნელების ცვლილებებია… ცოტა ხნის წინ გაჩემპიონებული გუნდიდან მთავარი მწვრთნელი, გალტიე გაუშვეს…

წყარო: Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო