11 X 11
სპორტული პორტალი

მადრიდში რამოსის გამოსამშვიდობებელ საღამოს გეგმავენ

0

როგორც ჩანს, მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი გუნდს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს და “ბლანკოსში” გამოსამშვიდობებელი ღონისძიების ჩასატარებლად ემზადებიან.

რამოსს კლუბთან კონტრაქტი ამ თვის ბოლოს, 30 ივნისს უმთავრდება. მხარეები მოლაპარაკებებს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, დაახლოებით, 1,5 წელი მართავდნენ, მაგრამ, უშედეგოდ. სერხიოს “რეალში” დარჩენა კიდევ 2 წლით სურდა, კლუბის ხელმძღვანელობამ კი 35 წლის მცველს მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. კაპიტანმა უარი თქვა და “რეალმა” მოლაპარაკებები შეწყვიტა.

ახლა კი ფლორენტინო პერესს რამოსთან საუბარი მისი გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ორგანიზებისათვის სურს. რამოსი კი პრესკონფერენციის ჩატარებას ან ზიდანის მსგავსად წერილის დაწერას აპირებს.

რამოსი “რეალში” 2005 წელს გადავიდა. 10 წლის შემდეგ სერხიო “თეთრების” კაპიტანი გახდა. მადრიდული კლუბის რიგებში რამოსმა 22 ტიტული მოიგო.

წყარო: ABC

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო