11 X 11
სპორტული პორტალი

157-წლიანი ისტორია დასრულდება – ინგლისურ ფეხბურთს ქალი უხელმძღვანელებს

0

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს – 2022 წლის იანვრიდან FA-ს სათავეში 57 წლის დები ჰიუითი ჩაუდგება.

ქალბატონი ორგანიზაციის 7-მა წევრმა ერთხმად აირჩია, კანდიდატურის დადასტურების შემდეგ დები FA-ის დროებით ხელმძღვანელ პიტერ მაქქორმიქს ჩაანაცვლებს.

“მიხარია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელად ამირჩიეს. როგორც ბოლო თვეებმა აჩვენა, ეს პერიოდი ინგლისური ფეხბურთისთვის განსაკუთრებული მომენტია, ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს განსაზღვრული მიზანი თამაშების გრძელვადიანი უზრუნველყოფისა ყველა დონეზე,”- ციტირებს დების FA-ს პრეს-სამსახური.

ჰიუითი დიდი ბრიტანეთის სამეფო ავტოკლუბის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. ამჟამად ქალბატონი Visa Europe, The Restaurant Group plc, BGL Group და White Stuff-ის დირექტორის მოადგილეა.

2020 წლის შემოდგომაზე FA-ს ხელმძღვანელის პოსტი გრეგ ქლარქმა რასისტული გამონათქვამის გამო დატოვა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის 157 წლის ისტორიის მანძილზე კი დები ჰიუითი პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

წყარო: Sky Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო