11 X 11
სპორტული პორტალი

“ქართველმა ხალხმა გამაოცა” – ევროკავშირის ელჩი საქართველოზე საუბრობს

0

უკვე და­ახ­ლო­ე­ბით სამი წე­ლია, რაც კარლ ჰარ­ცე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა – ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი რო­გორც სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, ისე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და პო­ლი­ტი­კის მიღ­მა, სა­ინ­ტე­რე­სოა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რო­გორც ქვე­ყა­ნას­თან, სა­დაც ცხოვ­რობს – რა ახ­დენს მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში? კარლ ჰარ­ცე­ლის მო­საზ­რე­ბით, არის რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი რამ, რის გა­რე­შეც ქვეყ­ნის და­ნარ­ჩე­ნი ღირ­სე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, ეს კი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ხა­სი­ა­თია.

“სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი დრო­ის დიდ ნა­წილს სწო­რედ პო­ლი­ტი­კა­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ას ვუთ­მობ­დი. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, აქ ჩემი ყოფ­ნის თით­ქმის 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტი მქონ­და: რო­დე­საც გავ­დი­ო­დი და ხალ­ხს ვხვდე­ბო­დი, ვნა­ხუ­ლობ­დი სხვა­დას­ხვა კუ­თხეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც ულა­მა­ზე­სი პე­ი­ზა­ჟე­ბის ნამ­დვი­ლი სა­გან­ძუ­რი აქვს, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, მომ­ხიბ­ლა­ვი ის­ტო­რია, შე­სა­ნიშ­ნავ ღვი­ნო­ებ­თან და სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან ერ­თად. მაგ­რამ ჩემი აზ­რით, და ამას სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა, მე­გობ­რუ­ლო­ბა და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბაა, რაც გა­სა­ო­ცა­რია. ვი­ტყო­დი, რომ ეს ისაა, რის გა­რე­შეც ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის კომ­ბი­ნა­ცია ამ ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ და სა­სი­ა­მოვ­ნო ად­გილს აქ­ცევს“, – აღ­ნიშ­ნავს კარლ ჰარ­ცე­ლი AMBEBI.GE-ს შე­კი­თხვა­ზე.

წყარო: ambebi.ge

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო