11 X 11
სპორტული პორტალი

კანკავას საოცარი მაჩვენებელი ლიგა 2-ში – 35 წლის ასაკშიც ერთერთი საუკეთესოა

0

ფრანგული საფეხბურთო ვებ-გვერდი maligue2.fr, რომელიც ლიგა 2-ის გარშემო მუშაობს აქვეყნებს სტატიას, თუ ვინ ირბინა ყველაზე მეტი საშუალოდ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის გასულ სეზონში.

აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და “ვალენსიენის” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ლიგის ყველაზე მორბენალთა 5-ეულში შედის. 35 წლის კანკავა, საშუალოდ, თითოეულ თამაშში 11,5 კილომეტრს ფარავდა, რაც ლიგაში მე-5 შედეგია. პირველ ადგილზე ლიგა 1-ში დაწინაურებული “კლერმონის” ნახევარცმველი იოჰან გასტიო არის 12,96 კმ მაჩვენებლით.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჯაბა 10-ეულის წევრებს შორის ყველაზე “უხუცესია”.

საიტი წერს, “საყრდენი, დაცვაზე ორიენტირებული ნახევარმცველისთვის მთავარი თვისება კაპილარობა ნამდვილად არ გახლავთ, (როცა ნგოლო კანტესა და როი კინზე ვიფიქრებთ, პირველი თავში ეს არ მოგვივა) თუმცა მე-5 ადგილზე ჯაბა კანკავას ვხედავთ.”

ნამდვილად გასაოცარია, რომ 35 წლის ასაკშიც კი საქართველოს ნაკრების კაპიტანს ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები აქვს… ვლადიმირ ვაისმა ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე თქვა, კანკავა კიდევ 4-5 წელი ითამაშებსო და ეს სტატისტიკა, “ვლადკოს” ნათქვამის დადასტურებაა…

წყარო: maligue2.fr

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო