11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

მაკედონიელებმა ევროსთვის ისეთი საშინელი ფორმა შეკერეს, ბოდიში მოიხადეს და ახლები შეუკვეთეს [PHOTO]

0
03.06.21. 663×81 ბანერი

ჩვენი ბედის დასაცინად, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებთან შეთანხმებით ფედერაციამ ევრო 2020-სთვის სპეციალური ფორმები შეკერა, თუმცა იმდენად ცუდი იყო და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ბოდიში მოიხადეს და ახალი ფორმების შეკერვა შეუკვეთეს.

მოგეხსენებათ, ჩრდილო მაკედონიელებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დებიუტი აქვთ და გერმანულ ფირმა “ჯაკოს” ისეთი მაისურები შეაკერინეს, მთლად პორტუგალიის ფორმას რომ ჰგავდა.

ახალი ფორმის პრეზენტაცია ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწყო, რომელმაც მაისური რომის პაპ ფრანცისკეს საჩუქრად გადასცა.

https://the18.com/sites/default/files/North%20Macedonia%20Jerseys.jpeg

მაკედონიურ საზოგადოებაში ამ ფორმის ნახვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.

“ახალი ფორმა ფეხბურთელების მოთხოვნითა და ჩართულობით შეიკერა. გუნდი ახალ მაისურებს მოუთმენლად ელოდა. სამწუხაროდ, ფერი ჩვენს მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ, თუმცა ის ტექნიკურმა სპონსორმაც უნდა გაინაწილოს. მომხდარზე პასუხიმსგებლობას მე ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. ნაკრები ევრო 2020-ზე ძველი ფორმებით ითამაშებს, რომელთა 250 სათამაშო ვერსიაც მალე შეიკერება,”- თქვა მუამედ სეიდინიმ.

მაკედონიელები პირველ შეხვედრას 13 ივნიის, ავსტრიის წინააღმდეგ გამართავენ.

წყარო: the18.com

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო