11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ვაისი: ქართველებმა დამირეკეს, რომ სლოვაკეთში სიამოვნებით ითამაშებდნენ…

0
03.06.21. 663×81 ბანერი

სლოვაკური ბრატისლავას “სლოვანი” სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ექსდამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჩაიბარა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ის გაუძღვება.

დღეს, ქართულმა საიტმა goal.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურამ კაშია კარიერას სწორედ “სლოვანში” განაგრძობს, რაზეც სლოვაკური გამოცემები 1 კვირის წინ წერდნენ. ŠPORT.sk წერს, რომ კლუბმა კაშიას ტრანსფერი ჯერ ად დაადასტურა, თუმცა არ უარყვია.

იქამდე კი, ვლადიმირ ვაისმა “სლოვანში” მისვლისას პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“ქართველები სანახაობრივი ფეხბურთელები არიან და ღვთით ბოძებული ნიჭი აქვთ. მათ გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავთ, რომელთა ნაწილი სლოვაკეთში სიამოვნებით ითამაშებდა. უკვე დამირეკეს, თუმცა, გუნდში მხოლოდ ისეთ ფეხბურთელს მოვიყვან, რომელიც 100%-ით მზად იქნება.

ყველა საკითხი კლუბის ხელმძღვანელობასთან უნდა შევათანხმო.”

ვაისს არაერთხელ უთქვამს, რომ გურამ კაშია სანიმუშო პროფესიონალია და ნაკრების მოთამაშეებისთვის მისაბაძი მაგალითი. ცხადია, სლოვაკი სპეციალისტი ასეთი გამოცდილილებისა და კლასის მქონე მოთამაშის აყვანაზე უარს არ იტყვის.

მაგრამ, ვლადიმირ ვლადიმირის ძეს არ დაუსახელებია ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც მის გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვეს.

წყარო: Sport.sk

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო