11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

კონფუზი: ღვინიაშვილი პირველ წრეში გამოთიშეს

0
03.06.21. 663×81 ბანერი
ბუდაპეშტში, ძიუდოს ჩემპიონატზე, -90 კგ კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზობაში. მისი მეტოქე შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი გახლდათ, ვინაც ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ბექას, რომელმაც ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კინაღამ შებოჭა. ორთაბრძოლის მეორე წუთზე ღვინიაშვილმა ულამაზესი გდებით იპონზე დასცა გროსკლაუსი, რამაც ყველა აღტაცებაში მოიყვანა, შუამავალმა მსაჯმაც გამარჯვება მას მიანიჭა, მაგრამ შემდეგ მსაჯებმა იმსჯელეს, აქაოდა ქართველმა ფეხი ჩაუხვიაო, რაც არადამაჯერებელი გახლდათ და გამარჯვება შვეიცარიელს არგუნეს, რომელიც იმ მომენტში მხოლოდ “მუთაქის” როლს ასრულებდა. ასე და ამრიგად, ბექა ღვინიაშვილი შეჯიბრებას გამოეთიშა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო