11 X 11
სპორტული პორტალი

რეალს მარსელო უკაპიტნებს

0
მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსი, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა  თავიდან მოიშორა, მადრიდის “რეალის” კაპიტანი, ტრადიციის მიხედვით ყველაზე გამოცდილი გუნდის წევრი, ბრაზილიელი მარცხენა მცველი მარსელო გახდება, ხოლო ვიცე-კაპიტნები ფრანგები, კარიმ ბენზემა და რაფაელ ვარანი იქნებიან. საქმე ისაა, რომ მარსელო ზინედინ ზიდანის მთავარმწვრთნელობისას ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა და დიდი ალბათობით “რეალიდან” წავა, იგივე შეიძლება მოხდეს ვარანის შემთხვევაშიც. აი, ბენზემა კი სამეფო გუნდში აუცილებლად გააგრძელებს თამაშს და ყველა შემთხვევაში კაპიტანი მაინც უცხოელი იქნება. აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალს” 1904 წლის შემდეგ ლეგიონერი კაპიტანი აღარ ჰყოლია. ეს პატივი ბოლოს გვატემალელ ფედერიკო რევიერტოს ხვდა წილად, ხოლო პირველი უცხოელი გუნდისთავი ინგლისელი არტურ ჯონსონი გახლდათ, მეორე კი კუბელი ხოსე ხირალტი იყო, თუმცა რამდენად იყო უცხოელი, თავად განსაჯეთ, რადგან ესპანური ფესვები ჰქონდა და თანაც მაშინ კუბა ესპანეთის კოლონია გახლდათ. წყარო: marca.com
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო