11 X 11
სპორტული პორტალი

“საცოდავი ადამიანი ხარ” – “პარმას” ფანები ბუფონის დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან

0

“პარმას” ფან-კლუბის აქტიური წევრები გუნდში ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

“შენ გუნდი დაქირავებული მებრძოლივით დატოვე და გმირის სახელით ვერ დაბრუნდები. კლუბის ფერებს მაინც ეცი პატივი.

20 წლის წინ დაგვპირდი, რომ იმ ნაგავ ფორმას არასდროს ჩაიცვამდი. სამი კვირის შემდეგ კი “იუვენტუსთან” კონტრაქტი ავსტრალიიდან გააფორმე.

ახლა კი იმ კლუბში დაბრუნდი, რომელთან ერთადაც ერთადერთი ევროპული ტიტული მოიგე. ამის შემდეგ კი გვინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის შენ საცოდავი ადამიანი ხარ და ასეთად დარჩები,”- ვკითხულობთ “პარმას” ულტრასების განცხადებაში.

20 წინ მომხდარი ამბის გახსენებისას პარმეზანული კლუბის ფანები იმაზე მიუთითებენ, რომ “იუვენტუსში” გადასვლაზე ხელის მოწერის დროს მეკარე ფიზიკურად ავსტრალიაში იმყოფებოდა.

ბუფონი “პარმადან” 2001 წელს, იმ დროისთვის სარეკორდო ფასად, 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ წავიდა. “ბიანკონერის” შემადგენლობაში ჯიჯის ევროთასი არ მოუგია, ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალი წააგო. საერთაშორისო საკლუბო დონეზე ბონს ერთადერთი ტურნირი აქვს მოგებული – 1998/99 წლის უეფას თასის გათამაშება “პარმასთან” ერთად.

წყარო: Eurosport

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო