11 X 11
სპორტული პორტალი

ჩეხმა ფეხბურთელმა, ფაქტობრივად, საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა – ნაკრების მოთამაშე, რომელიც ავარიას შეეწირა

0

ტრაგედიამ 2019 წელს მთელი მსოფლიო შეძრა. თურქეთის ლიგის მატჩის შემდეგ ნახევარმცველი იოსეფ შურალი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. იქამდე ცოტა ხნით ადრე მან პრაქტიკულად საკუთარი გარდაცვალება სოციალურ ქსელებში იწინასწარმეტყველა. მოგითხრობთ ევრო 2016-ის შეუმჩნეველი ჩეხი გმირის ტრაგიკულ ისტორიას.

როგორ წარიმართა მისი კარიერა და რაა ცნობილი 2019 წლის 29 აპრილს მომხდარი ტრაგედიის შესახებ?

როლი ევრო 2016-ზე 

შურალს მსოფლიო ფეხბურთის პირველი სიდიადის მოთამაშეს ვერ უწოდებ. 2013 წელს კანადასთნ ამხანაგურ მატჩში ჩეხეთის ნაკრებში იოსეფის დებიუტი შედგა, ერთადერთი გოლი ეროვნულ გუნდში კი ნიდერლანდებს 2016 წლის ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე გაუტანა. ნაკრებში ხშირად არ თამაშობდა, უფრო შეცვლებზე უწევდა შესვლა, თუმცა მუდამ ბოლომდე იხარჯებოდა.

2016 წელს ჩეხეთმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალურ ტურნირზე გავიდა, სადაც სათამაშო დრო შურალმაც მიიღო. რა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე შენი ნაკრებისთვის სასარგებლო იყო? 26 წლის ნახევარმცველის კარიერა სწრაფად ვითარდებოდა, თუმცა ბედმა სხვაგვარად განსაჯა.

როგორ მოხდა ყველაფერი

საშინელი ავარია „კაიზერისპორსა“ და „ალანიასპორს“ შორის თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურის მატჩის შემდეგ მოხდა. ალანიაში პირდაპირი ავიარეისი მთელი რვა საათით გადაიდო და შვიდმა ლეგიონერმა ავტობუსის ქირაობა გადაწყვიტა, რათა სახლში დროულად დაბრუნებულიყვნენ. დანიშნულების ადგილამდე ხუთი კილომეტრით ადრე მიკროავტობუსის მძღოლს ჩაეძინა და მანქანა თხრილში გადავარდა.

ყველაზე ძლიერი დარტყმა ავტომობილის მარჯვენა მხარემ მიიღო. კარი გაიღო და შურალი დიდი სისწრაფით გარეთ გადავარდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული ტრავმების გამო გონზე მოუსვლელად გზაში გარდაიცვალა.

წინათგრძნობამ არ უღალატა

თებერვლის დასაწყისში იოსეფი მეორედ გახდა მამა. ვინ იფიქრებდა, თუ ფეხბურთელი გოგონას გაზრდას ვერ მოესწრებოდა. რაღაც მომენტში საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. თუნდაც შემთხვევით, მაგრამ ეს მიუხედავად ამისა ნაკლებად დამაშინებელი არაა.

„ინსტაგრამზე“ შურალი უბრალოდ დაემშვიდობა თავის ყოფილ კლუბს, პრაღის „სპარტას“. იოსეფმა სურათი დადო, რომელზეც ხელები ჰაერში ჰქონდა გაშლილი, თავზე კი ჩეხურად ოქროს ასოებით მისი სახელი ეწერა. წარწერაზე თარიღი იყო მინიშნებული: 1990-2019 – მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები…

რატომ არ აირჩია კლუბთან დამშვიდობების სხვა მეთოდი? რატომ არ დაწერა უბრალოდ გამოსამშვიდობებელი პოსტი ან არ გამოაქვეყნა სტატისტიკა? რიცხვი 2019 საბედისწერო გამოდგა. მან ერთბაშად ორი გზა დაასრულა: კარიერული და ცხოვრებისეული.

სოციალურ ქსელში პროფილის სურათიც თითქოს წინასწარმეტყველურია. შურალი თეთრ სათამაშო ფორმაში ღრუბლების ფონზე დგას და სადღაც ჰორიზონტზე იყურება.

ევრო 2016-ის შეუმჩნეველი გმირის გახსენება

სამშობლოში ფეხბურთელს ბევრი თბილად იხსენებს. ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელ იაროსლავ შილგავას თქმით, შურალი მუდამ თავმდაბალი და პატიოსანი იყო.

„ჩვენს პეპს ჯერ კიდევ „სლოვანში“ თამაშისას ვიცნობდი. თავმდაბალი და პატიოსანი ბიჭი იყო და მხოლოდ კარგი მოგონებები დაგვიტოვა. ამ სიახლემ მე უბრალოდ შემზარა. ეს მხოლოდ ჩეხური და მსოფლიო ფეხბურთის კი არა, არამედ პირველ რიგში მისი ახლობლების დანაკლისია. ვუთანგრძნობ მის ოჯახს“, – თქვა შილგავამ.

ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ირჟი იაროშიკმა, რომელსაც ხშირად შეხვედრია ჩეხეთის ჩემპიონატზე, შურალი გაიხსენა:

„რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა. ის გუნდური ადამიანი იყო, ცხოვრებაში მარტო საკუთარ თავზე კი არა, სხვებზეც ზრუნავდა. დღეს ბევრი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ის კი მოედანზე ყოველთვის სხვებზე ზრუნავდა. კარგი კაპიტანი იყო, ერთ დროს „სპარტას“ ლიდერი. შესაძლოა, ამისათვის უყვარდათ“.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო