11 X 11
სპორტული პორტალი

FIFA21-ში 15 წლის წინ დანით მოკლული ფეხბურთელი დაამატეს – მას ინგლისში “ახალ რუნის” ეძახდნენ

0

ფეხბურთელის გარეგნობა აღადგინა სტუდიამ, რომელმაც „შურისმაძიებლის“ ეფექტები გააკეთა. მან ივარაუდა, როგორი იქნებოდა 30 წლის ასაკში.

FIFA 21-ში ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა – კიან პრინსი. ის უკვე 15 წელია არ არის ცოცხალი და არასოდეს უთამაშია ტოპ-დონეზე.

პრინსი 15 წლის ასაკში მოკლეს. მაშინ ინგლისური მედია მას ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევდა და „ახალ რუნიდ“ თვლიდა.

მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ „ქუინზ პარკმა“ პრინსის დიდი პროგრამა გაუშვა. ვითომ კლუბმა მასთან კონტრაქტი გააფორმა, 30-ნომრიანი მაისური მიიღო და ქპრ-ის საშინაო მატჩების პროგრამებზე გამოსახავენ.

ქპრ-ის მთავარი აქცია დაკავშირებულია სიმულიატორ FIFA-21-თან. 19 მაისიდან ყველა რეჟიმსა და პლატფორმაზე შესაძლებელია კიან პრინსის თამაში. მისი გარეგნობა სპეცეფექტების სტუდია Framestore-მ (ის ეფექტებს „ავატარისა“ და „შურისმაძიებლებისათვის აკეთებდა) და ბრედფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს.

FIFA სტუდია Electronic Arts-ის შემქმნელებმა იმუშავეს პრინსის გარეგნობისა და მისი სათამაშო თვისებების შექმნაზე. ისინი პრინსის ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ, მის თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს. შემქმნელებმა არა მარტო 15 წლის ბიჭის ანალოგი გააკეთეს, არამედ ივარაუდეს, თუ როგორი იქნებოდა დღეს, 30 წლის რომ გამხდარიყო.

ქპრ-ის დირექტორი ლეს ფერდინანდი ამ აქციას კლუბში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს: „FIFA-ს თამაშისას ბევრი ახალგაზრდა პრინსის მკვლელობაზე და მისი ოჯახის ტრაგედიაზე დაფიქრდება. პრინსის მამამ შვილის გახსენებისას იტირა. არ გასულა დღე, რომ მასზე არ ეფიქრა“.

პრინსის მამა მარკი ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია FIFA-ს მუშაობით და შვილით ამაყია: “მთელი მსოფლიო ნახავს პრინსის არარეალიზებულ პოტენციალს. კიანის ცხოვრება გასაკვირი იყო, ამიტომ ახალგაზრდებმა მის შესახებ უნდა იცოდნენ“.

მარკ პრინსმა ქპრ-ის სარეკლამო რგოლი დაანონსა: „ის ცხოვრებაში ბრუნდება, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, როგორიც უნდა ყოფილიყო“.

მარკი ახლა ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც ქუჩაში ძალადობას ებრძვის. 2019 წლიდან კიან პრინსის ფონდის სახელს ქპრ-ის სტადიონიც კი ატარებს.

პრინსი სომალელმა ლტოლვილმა მოკლა, რომელიც ახლაც ციხეში იხდის სასჯელს

2006 წლის 18 მაისს ქპრ-ის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი კიან პრინსი თავისი მეგობრისა და   ჰანად ჰასანთან ჩხუბში ჩაერია. შემდეგ გაირკვა, რომ ისინი უბრალოდ ლაზღანდარობდნენ და სერიოზულად არ ჩხუბობდნენ, მაგრამ ჰასანმა პრინსს ხელი თავში ჩაავლო და გასაშლელი დანა გულში ჩაარტყა. სამი საათის შემდეგ პრინსი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლოზე ჰასანმა თქვა, რომ შემთხვევით დაარტყა და უნდოდა მისთვის მხოლოდ ხელი გაეკაწრა.

სასამართლო რთულად მიმდინარეობდა. პრინსის მამის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ჰასანს ძალადობა ახასიათებდა, რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე სკოლიდან გარიცხეს: თავს ესხმოდა თანაკლასელებს და მასწავლებლის წინ მოშარდა. თითქოს ავტობუსში ადგილის დაკავებისას წარმოქმნილი კამათისას გოგონას ემუქრებოდა. სასამართლომ ეს მტკიცებულებად არ მიიღო და საერთოდ პრინსის ოჯახის პოზიციას სუსტად თვლიდა.

მსაჯულებმა ორჯერ გადადეს გადაწყვეტილების მიღება, მესამეჯერ კი ჰასანი მაინც მიიჩნიეს დამნაშავედ. მან არაგანზრახ მკვლელობა აღიარა და ციხეში ჩასვეს.

ჰასანი ახლაც ციხეშია, მაგრამ უკვე შეუძლია ვადამდე-პირობითი გათავისუფლება მოითხოვოს. პრინსის მამა ამბობს, რომ მასთან შეხვედრა გასულ წელს უნდოდა, მაგრამ შეხვედრა ბოლო მომენტში ჩაიშალა. გათავისუფლების შემდეგ ჰასანი დიდი ალბათობით სომალიში იქნება ექსტრადირებული – ეს განაჩენისას სასამართლოს რეკომენდაციაა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო