11 X 11
სპორტული პორტალი

უეფა იძიებს თუ რატომ ჩამოართვეს ბაქოში ლგბტ დროშა დანიელ გულშემატკივარს

0

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური, დანიისა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩის დროს, რომელიც ბაქოში გაიმართა, დანიელმა გულშემატკივრებმა ლგბტ-ს დროშა ააფრიალეს, რომელიც სტადიონის სტიუარდებმა ჩამოართვეს.

ამაზე უეფამ იტკიცა: “უეფას არასოდეს მიუცია რეკომენდაცია სტიუარდებისათვის არც ბაქოში და არც სხვა სტადიონებზე გულშემატკივრებისათვის ლგბტ დროშა ჩამოერთმიათ, რადგან ცისარტყელასფერებიანი დროშა ის სიმბოლოა, რომელიც უეფას ფასეულობებს გამოხატავს – სამართლიან და ეგალიტარულ საზოგადოებას, რომელიც ტოლერანტულია. ჩვენ ამის შესახებ დავუკავშირდებით უეფას დელეგატს, უეფას უსაფრთხოების სამსახურს და ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა დროშა მის პატრონს დაუბრუნონ”.

წყარო: theathletic.com

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო