11 X 11
სპორტული პორტალი

რუსეთში საბჭოთა კავშირი დაბრუნდა ანუ ინსტრუქცია რუს ოლიმპიელებს [VIDEO]

0

ლეგენდარული რუსი ბარდის, ვლადიმირ ვისოცკის ცნობილი სიმღერა “ინსტრუქცია საზღვარგარეთ გასვლის წინ”  (იხ. ვიდეო) ერთი-ერთში გაიმეორა კრემლმა .დიახ რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ შეიმუშავა ინსტრუქცია თუ რა კითხვებს როგორ უნდა უპასუხონ ტოკიოს მონაწილე რუსმა სპორტსმენებმა. მათი განუხრელი  შესრულება სავალდებულოა.აი, რამდენიმე მათგანი:

კითხვებს პოლიტიკის შესახებ უნდა უპასუხონ – “კომენტარის გარეშე”.

ყირიმსა და დონბასზე – “არ განვიხილოთ, სპორტი პოლიტიკის გარეშეა”.

მოძრაობა BLM – “ყველანაირ მოძრაობასთან დამოკიდებულება ყველას პირადი საქმეა და ოლიმპიადაარ უნდა იქცეს სხვადასხვა აქციებისა და ჟესტების ადგილად”.

დოპინგ-სკანდალზე – “სპორტსმენები მასში არ მონაწილეობდნენ და ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი იმათ გასცენ, ვინაც სანქციები დააწესა”.

და ა.შ. წყარო: sport24.ru

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო