11 X 11
სპორტული პორტალი

ფიფა ახალი, რევოლუციური წესების ტესტირებას ახდენს

0

ფიფა ახდენს რამდენიმე რევოლუციური წესის ტესტირებას, რომელიც სავარაუდოდ ფეხბურთს უფრო სანახაობრივ და საინტერესოს გახდის. ახლა მიმდინარეობს ოთხთა ტურნირი სახელწოდებით Future of Football Cup-ი, რომელშიც პსვ-ს, “ალკმაარის”, ლაიფციგისა” და “ბრიუგეს” 19-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ და სადაც ეს ახალი წესები მოწმდება.

ესენია:

მატჩი იყოფა ორ, 30-წუთიან ტაიმებად. დრო სუფთაა და ის ჩერდება ყოველი უქმობის დროს, ისევე როგორც კალათბურთსა და ფუტზალშია;

დაშვებულია შეცვლათა განუსაზღვრელი რაოდენობა;

აუტიდან ბურთის თამაშში შეტანა ხდება ფეხით, რათა უფრო მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნას;

იმ ფეხბურთელის, დროებით, 5 წუთით გაძევება, რომელიც ყვითელ ბარათს მიიღებს.

ფიფას სპეციალისტები ამ ტურნირის მიმდინარეობისას დააკვირდებიან რამდენად ეფექტური და ეფექტიანი იქნება ამ წესებით თამაში და გადაწყვეტენ, გაუგზავნონ თუ არა ის საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს, რომლის პრეროგატივაა ფეხბურთის წესებში ცვლილებების შეტანა.

წყარო: fifa.com

 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო