11 X 11
სპორტული პორტალი

ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეებს ანტი-სექს საწოლები დაუდგეს [VIDEO]

0
ევროპულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში მონაწილე სპორტსმენებს  მეორადი ნივთების გადამუშავების შედეგად მიღებული მასალისაგან გაკეთებულ საკმაოდ ვიწრო საწოლები უდგათ და მასზე ორ ადამიანს მოთავსდება გაუჭირდება. ეს ვითომ იმიტომ გაკეთდა, რომ სპორტსმენებს მასზე სექსი  გაუჭირდეთ. ირლანდიელმა ტანმოვარჯიშემ სტივ მაკლენაჰანმა ეს ინფორმაცია უარყო, თანაც დასაბუთებულად – მან ხტუნვებით დატესტა მართლაც კარტონისაგან დამზადებული ოლიმპიური სარეცელი, რომელიც არ გატყდა. ასე რომ, ძვირფას ოლიმპიელებს შეუძლიათ თამამად ისექსავონ, ესაა ოღონდ, ცოტა ვიწროდ იქნებიან, მაგრამ როცა გინდა, ვერაფერი დაგიჭერს, თოხის ტარიც საკმარისიაო, უთქვამთ ჩვენს ძველებს.

წყარო: twitter.com/McClenaghanRhys

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო