11 X 11
სპორტული პორტალი

არ ჩაიცვამ ბიკინს, გადაიხდი 150 ევროს, შემდეგ მეტით დაგაჯარიმებენ

0

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ პლაჟის ხელბურთის ნორვეგიის ქალთა ნაკრების თითოეული წევრი 150 ევროთი დააჯარიმა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბულგარეთში, ვარნაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილისათვის მატჩში, ნორვეგიელები არა ეკიპირებით მიღებულ ბიკინებში, არამედ შორტებში გამოვიდნენ. გუნდი ასევე გააფრთხილეს, რომ მსგავსის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა უკვე სოლიდური იქნება.

წყარო: twitter.com/hernandez381

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო