11 X 11
სპორტული პორტალი

დიდი ჩხუბი ლიბერტადორესის თასის მატჩის შემდეგ [VIDEO]

0
ლიბერტადორესის თასის 1/8-ფინალური “ატლეტიკო მინეიროსა” და “ბოკა ხუნიორსის” მატჩიშემდგომ პენალტების სერიაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. არგენტინელებმა მსაჯებს კამათი დაუწყეს, შემდეგ საქმეში მუშტები ჩართეს. არბიტრების დასახმარებლად “ატლეტიკოს” ფეხბურთელებმა ახლა “ბოკას” ფეხბურთელებსა და ამ გუნდის წარმომადგენლებს დაუწყეს  ცემა. ისეთი ბათქი აიწია, რომ საქმეში პოლიცია ჩაერია, მაგრამ უკვე გასახდელებთან გადანაცვლებული მასობრივი ჩხუბის შესაწყვეტად სპეცდანიშნულების რაზმი იქნა გამოძახებული, რომელმაც მხოლოდ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეძლო სიტუაცის განმუხტვა. პოლიციამ “ბოკა ხუნიორსის” 8 ფეხბურთელი დააკავა. “ბოკა” უარს აცხადებს დატოვოს ბრაზილია, ვიდრე ყველა დაკავებულ თანაგუნდელს არ გაანთავისუფლებენ. მართალია 6 გამოუშვეს, მაგრამ ბრაზილიელ სამართალდამცავებს კარლოს სამბრანოსა და სებასტიან ვილიას დაპატიმრება უნდათ. არგენტინის საელჩოს ჩარევის შემდეგ, საქმე დიპლომატიურ სკანდალში გადაზრდამდე მოგვარდა. როგორც არგენტინული გამოცემები იუწყებიან, რამდენიმე საათში “ბოკა ხუნიორსი” სრული შემადგენლობით სამშობლოში დაბრუნდება. წყარო: globo.com, ole.com.ar

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო