11 X 11
სპორტული პორტალი

რუსეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაცია ჩამოართვეს

0

რუსეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს მაქსიმ აგაპიტოვს, რომელიც ევროპის ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადის აკრედიტაცია ჩამოართვა და ეს იმით ახსნეს, რომ 1994 წელს აგაპიტოვი, როდესაც სპორტსმენი გახლდთ, დოპინგის ხმარებისთვის ორი წლით იყო დისკვალიფიცირებული, ხოლო სოკ-ს არ სურს, რომ ოფიციალური პირი ასეთი ისტორიის მქონე იყოს.

აგაპიტოვი აპირებს სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს მიმართოს, რომელიც საქმეთა ოპერატიულად განსახილველად დროებით ტოკიოში ფუნქციონირებს.

წყარო: sport24.ru

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო