11 X 11
სპორტული პორტალი

სიმეონე ჩემპიონობის შენარჩუნებას აპირებს

0

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ინტერვიუ მისცა გამოცემა as-ს და როდესაც ჰკითხეს, მადრიდის „რეალს“ შემადგენლობა არ გაუძლიერებია, „ბარსელონა“ კი ფინანსურ შეჭირვებას განიცდის, ეს ხომ არ ზრდის მისი გუნდის ჩემპიონობის შენარჩუნების შანსებს, ჩოლომ თავშეკავებულად  უპასუხა, რომ „რეალს“ გასულ სეზონშიც აკრიტიკებდნენ, მაგრამ თანაბარი რაოდენობით    მატჩები წააგეს და როხიბლანკომ ბლანკოსზე სულ ერთი მატჩით მეტი მოიგო.

 „რეალმა“ და „ბარსელონამ“ კარგად იციან, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება წინ „ატლეტიკო“ გაიჭრას, არამედ გაძლიერდნენ „სევილია“, „ვილიარეალი“ და „რეალ სოსიედადი“, რომლებიც მზად არიან საჩემპიონო კონკურენციისათვის და საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ „რეალი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“, იუვენტუსი“ და კიდევ რამდენიმე გუნდი, ისე არ დასუსტდებიან, რომ უმაღლესი შედეგებისათვის ბრძოლა ვერ შეძლონ“, – ბრძანა სიმეონემ.

წყარო: as.com

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო