11 X 11
სპორტული პორტალი

“ჩამოდი შენი დედას შე**ცი” – ვის და რატომ აგინა კახა ცხადაძემ

0

თბილისის “დინამოსა” და ჰაიფას “მაკაბის” შორის გამართული მატჩის შემდეგ, როცა გუნდები გასახდელში გადიოდნენ, მოედნიდან გამოსულმა კახა ცხადაძემ მეორე იარუსის მისამართით დაიწყო გინება: “ვის აგინებ, ჩამოდი შენი დედას შე**ცი!” რამდენჯერმე გაიმეორა

“დინამოს” დამრიგებელი მალევე დამშვიდდა და არც გაჩერებულა ისე შევიდა გასახდელის კარში. თუმცა, გინება მაინც გაგრძელდა: “ჩამოდი შენი დედა მო**ან!” ახლა უკვე პირველ და მეორე იარუსზე მყოფი გულშემატკივრები ჩაერთნენ ურთიერთშეურაცხყოფაში.

“დინამოს” მოედნიდან გამავალ ფეხბურთელებს მეორე იარუსზე შეკრებილი ჯგუფი “სირცხვილია, სირცხვილია, სირცხვილია!” შესაძახილებით აცილებდნენ…

როგორც აღმოჩნდა, ფანების ის ჯგუფი, რომელიც ცხადაძესა და ფეხბურთელებს აგინებდა, ის გაერთიანებაა, რომელმაც “დინამო ფიფიას გარეშე” ბანერი “ნეფთჩისთან” მატჩისას გამოფინა. ისინი კლუბიდან რომან ფიფიას წასვლას ითხოვენ (მხოლოდ ესაა მოთხოვნა)…

წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, ვიპ ლოჟიდან დღეს გინება არ ყოფილა.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო