11 X 11
სპორტული პორტალი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

0

თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი, რომელიც საკმაოდ ორიგინალური და ნოვატორული გახლდათ. გახსნის პატივი, როგორც წესი, მასპინძელი სახელმწიფოს უმაღლეს პირს, ამჯერად, ბუნებრივია, იაპონიის იმპერატორს, ნარუჰიტოს ხვდა წილად. ოლიმპიური ცეცხლი კი იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ააგიზგიზა.

მაშ ასე, პანდემიის გამო ერTი წლით გადადებულმა ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი აიღო და მთელი ჩვენი ყურადღება ტოკიოში ქართველი სპორტსმენების გამოსვლისკენ იქნება მიმართული.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო