11 X 11
სპორტული პორტალი

იაკობ ქაჯაიას ვერცხლი, გიორგი მელია ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

0

ტოკიოს ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის (130 კგ) ფინალში ქაჯაიას მეტოქე 38 წლის ლეგენდარული კუბელი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მიაინ ლოპეს ნუნიესი იყო. შეხვედრა თავდაპირველად თანაბარი იყო, თუმცა კუბელი ჩოქბჯენიდან 3:0 დაწინაურდა, შემდეგაც აღარ გაუშვა ინციატივა, საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვა და მეოთხედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ქაჯაიამ კი ვერცხლი  შემატა ქართული დელეგაციის მედალთა ყულაბას.

 

მანამდე, 97 კგ-ში გიორგი მელია ძლიერ რუს მუსა ევლოევს შეხვდა, დამარცხდა და რადგან ევლოევი ფინალში გავიდა, ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ჩართვის უფლება მიიღო. ხვალ ის უნგრელ ალექს შოკეს შეხვდება.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო