11 X 11
სპორტული პორტალი

კლათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის კენჭისყრა გაიმართა

0
დღეს შვეიცარიაში, “პარტიკ ბაუმანის კალათბურთის სახლში” კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევი  ტურნირის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა. ჩვენი გუნდი G ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთს, უკრაინასა და ჩრ.მაკედონიას დაუპირისპირდება. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო  ციკლი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ევროპას 12 საგზური ეკუთვნის. მეორე ეტაპზე 32 ნაკრები, მათ შორის საქართველოც იასპარეზებს. მატჩები 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, ორ ჯგუფურ ეტაპად გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატი სამ ქვეყანაში,  ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე 2023 წელს, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და 32 ნაკრები შეეცილება მსოფლიოს ჩემპიონის  ტიტულს.

 
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო