11 X 11
სპორტული პორტალი

ლუის ენრიკე საქართველოს ნაკრებთან მაინც ფრთხილობს

0

მსოფილიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საქართველოს ნაკრებთან ხვალინდელი მატჩის წინ ესპანეთის ნაკრებმა ბადახოსში ბოლო ვარჯიში გამართა, რის შემდეგ “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა. 

ესპანელ მედიელებს საქართველოს ნაკრები ნაკლებად აინტერესებდათ და კითხვები ძირითადად  შვედეთთან წაგების შესახებ დაუსვეს. ლუის ენრიკემ თქვა, რომ იყო შეცდომები, ინდივიდუალური და  კოლექტიურიც, რაც გაანალიზეს და ეცდებიან მსგავსი აღარ გამეორდეს. მისი თქმით, ტრაგედია არ იქნება თუ  ჯგუფში მეორე ადგილზე გავლენ, რადგან პლეი-ოფის შეხვედრებს მოიგებენ  და კატარის საგზურს გაინაღდებენ. 

შემდეგ იმაზე დაუსვეს რამდენიმე კითხვა თუ რატომ მიაყენა შვედეთან მატჩის დროს ერთ გულშემატკივარს სიტყვიერი და ჟესტიკულაციური შეურაცხყოფა, რაც იმით ახსნა, რომ ის ტიპი მთელი მატჩის მანძილზე აგინებდა, ბოლოს მის ოჯახსაც გადაწვდა და ეს უპასუხოდ არ დატოვა. მედიას კი მიუთითა, როდესაც სიტყვიერი მოძალადისათვის საპასუხო ქმედებაზე წერენ, ისიც უნდა გაარკვიონ, თუ რა იყოს ამის მაპროვოცირებელი.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებთან მატჩს, დარწმუნებულია, რომ მოიგებენ, მაგრამ მაინც სიფრთხილე მართებთ, რადგან პირველი მატჩი თბილისში, მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგეს.

წყარო: mundodeportivo.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო