11 X 11
სპორტული პორტალი

მსოფლიოს მცველთა საუკეთესო წყვილი: ერთმა დაცვა არ იცის, მეორე უკანასკნელი დიადი პერსონაჟია

0

იტალიისა და ბელგიის მატჩის შემდეგ ბასტიან შვაინშტაიგერმა ტვიტერზე დაწერა: “ბონუჩი და კიელინი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო წყვილია.” გერმანელის სიტყვებში ზედმეტი მხოლოდ ქრონოლოგიის აღმნიშვნელი სიტყვა იყო. კიელინი და ბონუჩი საკუთარი გუნდების კარს 10-წელზე მეტია აბეტონებენ…

ჯამში ერთად 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს, ნახევარი 0-ზე დაასრულეს და თითქმის ყველა მოიგეს.

კიელინი შემტევი განაპირა მცველიდან უკანასკნელ კლასიკურ ჩამშლელად იქცა – ის ფეხბურთელებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს

ძარღვიანი, მოუქნელი კიელინი პოსტაპოკალიპტური ანტიუტოპიის შედეგია. მისი სტილი ციხის ეზოში მიმდინარე დანის ტრიალს ჰგავს, თუმცა უხეში მხეცის სახის მიღმა თვითგანვითარებისკენ მიმართული მომხიბლველი წყურვილი ჩანს. ჯორჯო წლების განმავლობაში აქცევდა თავს მსოფლიოს ყველაზე სანდო მცველად, მუდმივად ცდილობდა სუსტი მხარეების გამოსწორებას და ხასიათს იკაჟებდა, ხოლო როცა ასაკმა საჭირო თვისებები წაართვა – შეიცვალა და ისევე დამაჯერებელი და გაუვალი დარჩა, როგორც იქამდე.

მის ევოლუციას საფუძველი ფაბიო კაპელომ ჩაუყარა. კიელინი 21 წლისაც არ იყო, შეტევაზე დაქოქილი მარცხენა მცველი იყო და დაცვაზე ნაკლებად ფიქრობდა ხოლმე, თუმცა თავდასხმას კარგად ეხმარებოდა. პირველ ორ სრულფასოვან სეზონში “ლივორნოსა” და “ფიორენტინას” მაისურით 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. კაპელოს კი ეს გატაცება არ მოსწონდა.

“ერთერთი ვარჯიშის დროს მკითხა, რომელ პოზიციაზე ვთამაშობდი. ფლანგელი ვარ მეთქი, ვუთხარი. ხო და ფაბიომ მითხრა: “არა, ფლანგის მცველი!” მცველის პირველი მოვალეობა დაცვაა!”

უფრო დისციპლინებული და შეზღუდული მცველისკენ ინვოლუციამ ფლანგს მოაშორა. 2007 წელს კიელინი აგერისული, ძლიერი ცენტრალური მცველი გახდა: ტაქტიკასა და სინქრონზე უარს ამბობდა, მეტოქეებს ათლეტიზმით უტევდა და ბურთს იქამდე ართევდა, სანამ საჯარიმოს მიუახლოვდებოდნენ. მაშინ პერსონალური მცველის როლიც მშვენივრად გაითავისა. იბრა მას ყველაზე მცველზე მეტად აფასებდა: “კიელო სივრცეს არ გიტოვებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.”

“ასეთია ჯორჯო: ბოდიშს გიხდის და საავადმყოფოში გიშვებს. ის ერთერთი საუკეთესო ბიჭია, ვისაც ფეხბურთში შევხედრივარ, მაგრამ მოედანზე მეგობრობას არ ცნობს,”- ამბობდა კასანო.

მუდმივმა პროგრესმა არც ისე ნიჭიერი განაპირა მცველი ისეთ ფულბექად აქცია, რომლის შესაძებაც ვალტერ მაცარიმ თქვა: “ის ისეთია, მარტოს სამი კაცის აყვანა შეუძლია.” 2010 წლისათვის კიელინი იტალიის ჩემპიონატის ყველაზე არასასასიამოვნო მცველი გახდა. ის ფორვარდებს, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ანადგურებდა. როცა ჯამპაოლო პაცინიმ ცხვირი გაიტეხა, ჯორჯო მთელი თამაშის მანძილზე მას სპეციალურ ნიღაბს ხსნიდა. ზლატანი ნოკაუტში გაუშვა. კავანის თმებით იჭერდა და გვერდებში ბუცებს უბაზუნებდა. “კიელინიზე ძლიერად ვერავინ მირტყამდა,”- თქვა მოგვიანებით ედინსონმა.

“თავდამსხმელს სივრცეს თუ მისცემ, ის გაგიტანს. მას გადაადგილებაში ხელი უნდა შეუშალო, მომენტების შექმნა თავიდან აიცილო და ისეთი მოქმედებები დაამუღამო, რომელიც წყობიდან გამოიყვანს.

დიადი დუელების მოგება სწორედ ასე შეიძლება. დიახ, ჩემთან დაჯახება ადვილი რამე არაა, მაგრამ საზღვრებს არასდროს გადავსულვარ. ბოლოს დროს კი უფრო ჩაფიქრებული და ნაკლებად იმპულსური გავხდი. 22 წლის ასაკში ჩემთვის ყველა თამაში ბრძოლა და ომი იყო, ახლა კი ეს დაძაბულობა მომეხსნა,”- ეუბნებოდა 2018 წელს კიელინი Rivista Undici-ს.

კიელინის მესამე ვერსია ბონუჩისთან შეხვედრის შემდეგ დაპროგრამდა. ახალგაზრდა ლეო ბურთს უფრო ხშირად დასდევდა, ვიდრე მოწინააღდეგეს – შეტევაში გარბოდა და უკან მოშიშვლებულ ზურგს ტოვებდა. ეს მუშაობდა, თორე კონტე მალევე შეცვლიდა მას, თუმცა ბონუჩი ძალიან მაგრად კითხულობდა თამაშს და კონტრშეტევებს სწრაფი ჩაჭრებით ამთავრებდა. ჯორჯოს პარტნიორთან ადაპტაცია დასჭირდა. მას უკვე წინ ასვლა აღარ სჭირდებოდა და დაცვის ხაზს ხშირად აღარ ტოვებდა, ბარძალისთან ერთად კი ახალგაზრდა “ნაპარნიკს” აზღვევდა.

ახალ ჩარჩოში კიელინი მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მცველად იქცა. საკუთარი ფუნქციები საჯარიმოს დაცვით, დაზღვევითა და პერსონალური დუელებით დატვირთა, 37 წლის ასაკშიც პლანეტის საუკეთესო ცენტრბექია ღრმა დაცვაში. კაპელომ მისი კარიერა გუგლის დეველოპერზე უკეთ დააპროგრამა. ჯორჯო გადაშენების პირას მყოფი ტიპაჟის სიმბოლოდ იქცა – მცველად, რომელიც პირველ რიგში, იცავს.

“ჰოლანდიაში ამბობენ, კიელინის თამაშის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან ოთკუთხედი ფეხები აქვს. მაგრამ რა გინდა, დაცვაში ერთ ორთაბრძოლასაც არ აგებს. მან იცის რა შეუძლია და მოედანზე საკუთარი კლასის დასამტკიცებლად არ გამოდის, არამედ სამუშაოს იდიალურად შესასრულებლად: მოწინააღმდეგეებს მომენტები უნდა მოჰპაროს. ეს კი საუკეთესოდ გამოსდის,”- ამბობდა მარკ ვან ბომელი.

ახლანდელი კიელინი ახალგაზრდა დედამიწის შუაზე გასაგლეჯად მომზადებული მეხის საწინააღდეგო ვერსიაა, იმ ჯორჯოსა, რომელმაც ერთხელ “იუვე” შორეული დარტყმით გახვრიტა. ის კანავაროსა და მატერაცის შთამომავალია. კიელინის ცალ ფეხზე ჰკიდია გვარდიოლას მიერ დამკვიდრებული მოდა, მეპასე მცველები და დაცვით თამაშში ექსცენტრულ ქვეტექსტ პოულობს, თან ეშინია, რომ იტალიური ფეხბურთი საკუთარ სახეს დაკარგავს. თან, საკმაოდ შეზღუდულია კლასიკური უხეში ჩამშლელის როლში.

“ბედნიერი ვარ, როცა დუელს ვიგებ. სახიფათო დარტყმის დაბლოკვისას ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ. ეს გოლის აღნიშვნისგან სრულად განსხვავებული ემოციებია, მაგრამ დღემდე მახსოვს დიდ მატჩებში როგორ ვიხსენი საკუთარი კარი გოლებისგან. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ბარსას” კარში გატანილ გოლს იმაზე მეტი სიამოვნება არ მოუნიჭებია, ვიდრე კეინისთვის 89-ე წუთზე ართმეულ ბურთს,”- ამბობს კიელინი.

ბონუჩი დაცვაში სუსტია, მაგრამ თამაშს მაგრად კითხულობს

ბონუჩი სხვანაირია. ბავშვობაში ცენტრფორვარდად თამაშობდა, მერე ნახევარმცველად დახიეს, ბოლოს ცენტრალურ მცველად ჩამოალაბორანტეს და პირველივე თამაშში ჰეთ-თრიკი შეასრულა. საბოლოოდ, დაცვის ცენტრში 17 ასაკში დაფუძნდა. პოზიციურმა გადაადგილებებმა მის თამაშზე შესამჩნევი კვალი დატოვეს. ლეო “ვიტერბაზეს” პრიმავერა გაიარა და დღემდე აკლია დაცვითი ცნობიერება.

“ბურთთან ერთად ბონუჩი იტალიაში საუკეთესოა, მსოფლიოში კი ერთერთი საუკეთესო. მაგრამ წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა ითამაშოს დაცვაში, საბაზისო საკითხებშიც კი ვერ ერკვევა,”- ამბობდა კაპელო Sky Sport-ის პირდაპირ ეთერში.

თუმცა, ბონუჩის შამანური ინტუიცია აქვს. მისი თამაში ეპიზოდების წაკითხვასა და ინტერპრეტეციაზეა აგებული; მაშინ როცა ზონისა და მოწინააღმდეგეებთან დისტანციის კონტროლია საჭირო, ლეონარდო უიმედოდ შეუხადავია და ვერ დაეყრდნობი, თუმცა ზოგჯერ კი გაანათებს – ისეთი მაგარ მომენტს გვაჩუქებს, რომლის შექმნაც არცერთ ტოპ მცველს შეუძლია. ბონუჩი პასის მიმართლებას მანამ გამოიცნობს, სანამ ის გაკეთდება. ზოგჯერ კი მეტოქეს უხერხულ მდგომარეობაში ბურთთან განშორებას აიძულებს.

ნიშნადობლივია გასულ სეზონში “ლაციოს” წინააღმდეგ გამართული მატჩი. მაშინ, რომაელები შეტევაში 4-4-ზე გაიქცნენ. იმობილემ ცენტრში შეირბინა და მცველებს ზურგს უკან გაქცევით საფრთხეს ქმნიდა – თან ლაციალეს შეტევაში მეტ სივრცეს სთავაზობდა. ბონუჩიმ ეპიზოდი კარგად წაიკითხა, სიჩქარე შეამცირა, ისეთი ილუზია შექმნა, თითქოს, ჩირო გახსნილ ნაპრალში ახლა შეირბენსო, თუმცა მაშინვე აჩქარდა და პასი ჩაჭრა. ლეონარდომ, ფაქტობრივად, მეტოქე აიძულა პასი ნაჩქარევად გაეკთებინა.

ბონუჩი ჩერდება, როცა ყველა გარბის და ხაზს ტოვებს. ლუკასი იმ წამსვე აკეთებს პასს…

ბონუჩი მაშინვე აჩქარდება, ღრიჭოს დაფარავს და მოუმზადებელ პასსაც ჩაჭრის.

ყველაფერი ასე ლამაზად არ განვითარებულა. ატიპიურ პროფილს ბონუჩის კარიერაში შეიძლებოდა, ხელი შეეშალა. თავისი სტილით თამაშისას ძალიან რისკავს და ამას თუ არ აკეთებს, ბურდისოს დონის მცველად რჩება. რასაკვირველია, ბონუჩის ტალანტი სიტუაციების წაკითხვით რომ შემოიფარგლებოდეს, ამ დონეზე ვინ ათამაშებდა. მაგრამ, ლეოს გაუმართლა. მისი გრძეეელი პასი ყველა ნაკლს აბათილებს. მარკიზიომ თქვა, ბონუჩი მოედანს ნახევარმცველივით ხედავსო.

“ბონუჩი მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მცველად იშვიათი ნიჭისა და ძლიერი ხასიათის გამო იქცა. ის ბრწყინვალედ ხედავს მოედანს, სიტუაციის განვითარებას წინასწარმეტყველებს და ბურთით მოხდენილად ყომარობს. ის შეტევის შენებაში, ხშირად, მთავარი აგურია,”- ახასიათებდა ლეონარდოს ჯუზეპე პილონი.

“მილანის” ლეგენდა ჯოვანი გალიმ ერთხელ ბონუჩი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მცველად აღიარებულ გაეტანო შირეას შეადარა და მისი სიტყვები ისეთი უადგილოც არაა, როგორც შეიძლება ფეხბურთის კარგ მცოდნეებს მოეჩვენოთ. ლეო 30 წლით ადრე რომ დაბადებულიყო, ახლა მას 80-იანი წლების ერთერთ საუკეთესო ლიბეროდ დავასახელებდით და შესაძლოა, ბეკენბაუერის დარი დიდებაც ხვდენოდა წილ. თავისუფალი როლი საკუთარი საფეხბურთ ღირსებების უკეთ გამოყენების საშუალებას მისცემდა და მის ნაკლებს ერთიერთზე თამაშსა და ზონის კონტროლში სრულად დაფარავდა.

კიელინიმ და ბონუჩიმ ერთად 300 მატჩზე მეტი ითამაშეს – წყვილი ჯორჯოს დამსახურებით მუშაობს – სწორედ ის აკომპენსირებს ლეოს ნაკლებუნარიანობას დაცვაში

იშვიათად თუ შეხვდები, რომ ერთი სანდო მცველით შექმნილი დუეტი დიდების მწვერვალამდე აღწევდეს, მაგრამ კიელინი-ბონუჩი სწორედ ეს შემთხვევაა. ისინი 11 წელია ერთად თამაშობენ (პირველი რამდენიმე სეზონი ბარძალისთან ერთად იყვნენ), ყოველ მეორე შეხვედრას 0-ზე ამთავრებენ და თითქმის სულ იგებენ. სტატისტიკურად ისინი XXI საუკუნის საუკეთესო წყვილია.

მონაცემები აღებულია transfermarkt-დან

საიმედოობის პირველი საიდუმლო შეთამაშებულობაა. ბონუჩიმ და კიელინიმ ერთად 500 საათზე მეტი ითაამშეს. მორენო ტორიჩელი აღნიშნავდა, რომ ასეთი მაჩვენებლით ისინი მახსოვრობის საფუძველზე თანამშრომლობენ. თავად კიელინიმ 1 წლის წინ თქვა: “ბონუჩის ჩემს ცოლზე უკეთ ვიცნობ!”

მეორე და მთავარი საიდუმლო – მცველებს შორის არსებული ქიმიაა. ლეო და ჯორჯო საუკეთესო მეგობრები არიან და მათი თვისებები ერთმანეთს აძლიერებენ.

“შეიძლება გულშემატკივები ავალაპარაკო, მაგრამ მაინც ვიტყვი: ბონუჩი – ესაა ბარეზი იტალიური ლიბეროს საუკეთესო ტრადიციებით. კიელინი კი მატერაცივითაა: ლომის ორი ბოკვერი და ორი ომი,”- ასეთი შედარება გააკეთა “ინტერის” ყოფილმა მცველმა ბეპე ბერგომიმ.

კი ბევრი ეცადა, მაგრამ ბონუჩიმ დაცვა ვერა და ვერ ისწავლა. რამდენიმე წლის წინ ლეო ტაქტიკური ცნობიერების აღმოფხვას ფსიქოლოგიური ნაბიჯებით ცდილობდა – მაგალითად, ფორვარდებზე ზეწოლასა და მათ შეშინებას ცდილობდა. პირადმა მწვრთნელმა ალბერტო ფერარინიმ ერთხელ სარდაფში ჩაკეტა და საათობით აგინებდა. თავს როგორც კი წამოწევდა, მაშინვე მაგრად ხვდებოდა. ბონუჩიმ კონცენტრაცია და დისციპლინა ასე დაასპეცა.

მიუხედავად ამისა, ლეონარდო საიმედო მაშინაა, როცა გვერდით კიელინი ჰყავს. ჯორჯო საუკეთესო თავდამსხმელებსაც აცამტვერებს და უპრობლემოდ აზღვევს მეწყვილეს. მისი ფეხბურთი ზოგჯერ ადამიანის ცხოველურ საწყისებისკენ მიგვითითებს. კიელოს უნდა, რომ ისეთი ჩანდეს, როგორც მას მოსწონს და ის სიამოვნებით აშინებს მეტოქეს კინგ-კონგის განსახიერებებით, თუმცა ამ ყველაფრის უკან ინტელექტუალური მიდგომა იმალება. ჯორჯო თითქმის ყოველთვის ფორვარდზე უფრო ჭკვიანი და ცბიერია.

“როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, კიელინი ნომერ პირველი იყო. ის გიჭერდა, გამტვრევდა, მერე წაიქცეოდა და მსაჯები მის მხარეს იჭერდნენ – ეს იმიტომ, რომ ჩემზე ჭკვიანი იყო. ის დაუნდობელი მამრია, მის წინააღმდეგ თამაში ფორვარდისთვის კოშმარია. კიელინი ერთერთი უკანასკნელია დიადი საფეხბურთო პერსონებიდან,”- იხსენებდა ჯორჯოს მეთოდს ანტონიო კასანო.

მიდგომის არსი მომზადებაშია. მატჩის წინ კიელინი 1 საათს მაინც ხარჯავს მეტოქე ფორვარდის შესწავლაში. “ფსიქოლოგიური დუელი მოედანზე იწყება, მაგრამ იქამდე მოწინააღმდეგის სტილი უნდა შეისწავლო,”- აღწერს მცველი საკუთარ ბიოგრაფიაში. კიელინი განიხილავს ფორვარდის მიერ ბურთის ყოველ მიღებას, თამაშის მანერის მიღმა ადამიანის სულს ხედავს და იცის, როგორ გატეხოს იგი.

ასე შეიქმნა მცველი, რომელთან გამკლავებაც თითქმის შეუძლებელია. კიელინი ზეწოლას ახდენს, პროვოცირება ცდილობს, ფიზიკურად (ლუკაკუმ და ზლატანმაც ვერ აჯობეს) და მენტალურად მისი მისი დაჯაბვნა შეუძლებელია და თუ ისეთი მსახიობი შეხვდება, როგორიც სუარესია – მეტოქეს თავისივე იარაღით ამარცხებს. ის საკუთარ ძლიერ მხარეს ააქტიურებს და მოწინააღმდეგის სუსტ წერტილს უტევს.

“თავდამსხმელს დუელში რომ აჯობო, ყოველთვის პესიმისტი უნდა იყო და უარესი ვარიანტისთვის მოემზადო. ეს ის ფასია, რასაც ჩემი და ბარძალის მსგავსი ჩვეულებრივი ბიჭები იხდიან, ფეხბურთელები, რომლებსაც ისეთი ექტრაორდინალური კლასი არ გვაქვს, როგორიც რამოსსა და ვან დაიკს გააჩნიათ. ცხოვრებაში მე ძალიან მომთმენი ვარ, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებ,”- ამბობდა კიელინი So Foot-თან საუბარში.

როცა ჯორჯო უფრო სწრაფი იყო, მის წინააღდეგ შანსი არავის ჰქონდა. მაგრამ ასაკი თავისას ითხოვს და 37 წლის ასაკში სისწრაფე დააკლდა. “ჩემთვის ძლიერი ბიჭების წინააღმდეგ თამაში უფრო ადვილი,”- აღიარა იტალიელმა მცველმა. მაგრამ, ჯორჯომ საკუთარი სისუსტის კომპენსირების გზას მიაგნო. მცირედით ბონუჩი გახდა და ფორვარდის მოქმედების გამოცნობა დაიწყო – ასე ხელოვნურად ქმნის ისეთი მოცემულობას, რაც მას აძლევს ხელს.

“უმაღლესი დონის მცველი გამჭრიახი უნდა იყოს. მე ისეთი ფეთქებადი და სწრაფი არ ვარ, როგორც ადრე, მაგრამ უფრო ჭკვიანი გახლავართ. ერთი-ერთზე თაამში ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. მე უფრო ადრე ვიწყებ გადაადგილებას და ფორვარდს იმის გაკეთების საშუალებას არ ვაძლევ, რაც სურს. ფლანგისკენ გამყავს და სივრცეს ვართმევ. ზოგჯერ ოფსაიდზე ვიჭერ. ჯობს ფრთიხლად იყო და თავიდან აიცილო, ვიდრე გამოსწორება სცადო,”- თქვა ჯორჯომ The Athletic-თან ინტერვიუში.

თანამედროვე ფეხბურთისთვის კიელინის მხოლოდ ერთი რამ აკლია – ეს ტექნიკაა. სამაგიეროდ, ამისთვის არსებობს ბონუჩი. მისი ლაზერული გადაცემები იმდენად მაგარია, რომ მეორე მეპასე მცველის არყოფნას აკომპენსირებს. ისე, როგორი ძლიერიც კიელინია დაცვაში და უკანა ხაზს პირდაპირი მნიშვნელობით აბეტონებს. ისინი იტალიური კლასიკაა: თამაშის წაკითხვის ნიჭით დაჯილდოებული, ტექნიკური, მეპასე მცველისა და გაუვალი მენტალობის მქონე კლდის ერთიანობა. რამდენად იდიალურიც არ უნდა იყოს ეს წყვილი, დაცვაში ისინი კიელინის დამსახურებით მუშაობენ!

***

როცა კრიშტიანუ “იუვეში” გადავიდა, ჟურნალისტებმა ბერნარდესკის ჰკითხეს: “ვარჯიშებზე ფეხბურთელები რონისთან ერთ გუნდში მოხვედრისთვის იბრძვიან?” იტალიელმა უპასუხა: “რომ იცოდეთ, კიელინის გუნდში ყოფნა უკეთესია.”

და ეს ჯორჯო გახლავთ. მასთან ერთად თამაში უკეთესია, ვიდრე მის წინააღმდეგ. ის სულ იგებს და გამარჯვების შანსებს მუდმივად ზრდის.

წყარო: Sports

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო