11 X 11
სპორტული პორტალი

დონალდ ტრამპი ევანდერ ჰოლიფილდი-ვიტორ ბელფორტის კრივის კომენტატორი იქნება

0

შაბათს, 11 სექტემბერს, გაიმართება ორი ლეგენდარული მოჩხუბრის, ამერიკელი მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდისა და ბრაზილიელი UFC -ს მებრძოლის ვიტორ ბელფორტის საკრივო დუელი, რომლის სატელევიზიო რეპორტაჟს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წაუძღვება. 

მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მძიმე წონაში,58 წლის ჰოლიფილდი 2011 წლის შემდეგ რინგზე არ გასულა. რაც შეეხება ასევე მსოფლიოს ექს-ჩემპიონს ბელფოლდს, მან ბოლოს სამი წლის წინ იჩხუბა. ბელფოლრტს მხოლოდ ერთი საკრივო გამოცდილება აქვს. მან 2006 წელს თანამემამულე ხოსემარიო ნევეში პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

“ძალიან მიყვარს მაგარი კრივი და მაგარი მოკრივეები. მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას და ბრძოლას, რომლის ტელერეპორტაჟს მე წავიყვან. გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს დიდებული სანახაობა”, – ბრძანა ტრამპმა.

წყრო: dknation.draftkings.com

   
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო