11 X 11
სპორტული პორტალი

ჟან პოლ ბელმონდო პსჟ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო და ახალაგზრდობაში მეკარედაც იდგა – ფრანგი მსახიობის საფეხბურთო მარე

0

2021 წლის 6 სექტემბერს ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა – საკულტო ფრანგი მსახიობი, რომლის სახელი და გვარი საქართველოშიც ბევრმა იცის. მისი მონაწილეობით ფილმები საბჭოთა კავშირში 1970-იანი წლებიდან მოყოლებული გამოჩნდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.

ბელმონდოს ბიოგრაფიაში ყურადღებას მხოლოდ ფილმში გადაღებას აქცევენ. არა და ჟან-პოლი სპორტში აქიურად იყო ჩართული და ერთი პერიოდი პსჟ-ის ხელმძღვანელობაში შედიოდა.

ბელმონდო პსჟ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. მას პსჟ-ში მყოფ კომპანიონებთან ერთად “ვარდისფერ მაისურებში გამოწყობილ ბანდას” ეძახადნენ

60-იანი წლების ბოლოს ხელისუფლებამ დედაქალაქში ტოპ-კლუბის შექმნა გადაწყვიტა და ასე გაჩნდა “პარიზი” (რომელიც ახლა ლიგა 2-ში გამოდის), თუმცა პრობლემა შეიქმნა – ახალ გუნდს არც ფეხბურთელები ჰყავდა, არც სტადიონი და გულშემატკივრები გააჩნდა.

ქალაქის საბჭომ “სედანს” გაერთიანების სურვილით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. მაშინ გადაწყვიტეს, რომ გუნდი სამოყვარული “სენ-ჟერმენს” შეერთებოდა და შედეგად, 1970 წელს “პარი სენ-ჟერმენი” გაჩნდა. 1 წელში კლუბი ლიგა 1-ში გადავიდა, მაგრამ ფინანსური კრიზისისა და ხელმძღვანელობაში არსებული შეუთანხმებლობის გამო ორ გუნდად გაიყო. “პარიზი” ელიტაში დარჩა, პსჟ-ს კი პროფესიონალური კლუბის სტატუსი ჩამოართვეს და მესამე დივიზიონში გაგზავნეს.

ამის პარალელურად, დიზაინერი დანიელ ეშტერი, რომელიც ბავშვობაში ფეხბურთით იყო გატაცებული, დედაქალაქში საკუთარი გუნდის ყოლაზე ოცნებობდა. “პარიზის” ბოსები, რომლებსაც თვითმყოფადი არსებობის სურვილი ჰქონდათ, მასზე სპონსორობის შეთავაზებით გავიდნენ, რაზეც დანიელმა მკაცრი პასუხი გასცა: “იმ შემთხვევაში ჩავდებ ფულს, თუ მმართველის სავარძელს დავიკავებ!” ის ქედმაღალ შარლატანად ჩათვალეს და მოლაპარაკებები შეწყვიტეს.

მალე, საერთო ნაცნობების წყალობით პსჟ-ის ვარიანტი გამოჩნდა, ფინანსური პრობლემების გამო კლუბის ბოსი პატრელი ინვესტორთან ძალაუფლების გაყოფას დათანხმდა. ეშტერი მარტო არ ყოფილა, მან გუნდში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შეკრიბა, ხალხი, ვისაც კლუბის ფეხზე დაყენება და ფულის ჩადება სურდათ.

პირველები ამ სიაში პუბლიცისტი ფრენსის ბორელი და პროდიუსერი ჩარლს ტაჰარი ჩაეწერნენ. დროებით პროექტს მრეწველი გაი ბროსი და მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო (ის მცირე ხნით გახდა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი და წავიდა, რადგან მთავარ პროფესიასთან შეთავსება რთული აღმოჩნდა) შეუერთდნენ.

“ბევრი ფული ჩავდე თუ არა პსჟ-ში? კი, ბევრი. გული მწყდება, რომ კლუბში ცოტა პროცენტი მაინც არ დავიტოვე. პარიზში გუნდის ხელახალი გაშვების იდეა თავიდანვე მომეწონა,”- გაიხსენა ბელმონდომ 2018 წელს.

1973 წლის ივლისი იდგა, როცა რესტორან “Edgar-ში” ახალ პროექტთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია ჩაატარეს. პრესამ არასაფეხბურთო წარსულის მქონე ხალხი არ მიიღო და მათ “ვარდისფერ მაისურებში გამოწყობილი ბანდა” (ბორელი აღნიშნულ ღონისძიებაზე ვარდისფერებში გამოეწყო). მეორე დღეს ეს ფრაზა ფრანგული გაზეთი France Soir-ის პირველ ყდაზე გამოჩნდა.

“როცა ეშტერმა მის გვერდით მყოფი ხალხი წარადგინა, ერთმა ჟურნალისტმა თქვა: “ვარდისფერმაისურიანების ბანდა!” უბრალოდ, ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. არა და ეს “ბანდა” იმას განასახიერებდა, რადაც პსჟ ახლა იქცა: ბრენდი, კლუბი და ყველაზე მეტად ქალაქი, რომელსაც ყველგან იცნობენ. მათ პსჟ-ზე საუბრის ასეთი გზა აირჩიეს,”- ამბობდა კლუბის ისტორიკოსი მიშელ კოლარი.

ეშტერი პსჟ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად 1974 წელს გახდა, რესტორანში ჩატარებული პრესკონფერენციიდან ზუსტად 1 წელში. გუნდის ყოფილი თავდამსხმელი მორდეხაი შპიგლერი იხსენებს, რომ მოდელიორი კლუბის საქმეებს აქიურად უძღვებოდა.

“დანიელს ხელოვანის სული ჰქონდა. მაგრამ, ამის პარალელურად კლუბის საქმიანობაში აქიუტად იყო ჩართული. რამდენიმე მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზეც კი იჯდა. არ მინახავს, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი (ნასერ ალ-ხელაფი) სათადარიგო სკამთან ტრიალებდეს.

ბევრჯერ მინახავს ბელმონდოც. ის ყველა შეხვედრას ესწრებოდა, საღამოს ყოველ წვეულებას, ერთსაც არ ტოვებდა,”- ამბობს შპიგლერი. თავად ჟან-პოლიც მოგვიანებით გამოტყდა, რომ პსჟ-ში ინვესტირება “საინტერესო გატაცება იყო, რომელსაც ხელი დატვირთულმა გრაფიკმა შეუშალა.”

ბელმონდო პსჟ-ს სიცოცხლის ბოლომდე გულშემატკივრობდა. თუმცა აღნიშნავდა, რომ კლუბის ახლანდელი მფლობელები არ მოსწონდა:

“ისინი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ. ეს ამორალურია და სპორტულ სულ კლავს.”

საინტერესოა ისიც, რომ პსჟ-ის ისტორიამდე, ბელმონდოს ფეხბურთთან ახლო კავშირი ჰქონდა. მისი კერპი “რასინგის” მეკარე რენე ვინიალი იყო. სკოლის დამთავრებამდე ჟან-პოლი ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და მეკარე იყო.

არა მხოლოდ ვინიალის, არამედ დედის გამოც. ერთხელ, დედამ მწვრთნელს უთხრა: “ჩემი შვილი მოედანზე უსარგებლოა, იქნებ კარში დაგეყენებინათ!”

სხვათა შორის, ვინიალმა და ბელმონდონ მოგვიანებით ერთმანეთი ფიგალის მოედნის ერთერთ ბარში გაიცნეს – პარიზის წითელი ლამპიონების კვარტალში. რაიონს ორივე ხშირად სტუმრობდა…

წყარო: Sports

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო