11 X 11
სპორტული პორტალი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ვქურდობდი, რადგან ეს გადარჩენის წყარო იყო…

0

“მილანისა” და შვედეთის ნაკრების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბავშვობაზე საუბრისას საყვარელი ველოსიპედის მოპარვა გაიხსენა და ახსნა, თავად რატომ იპარავდა მათ.

“ჩემი საყვარელი ველოსიპედი მომპარეს და მისი დაბრუნება ვერ შევძელი. ალბათ, ბუმერანგის კანონი ამოქმედდა ჩემ მიერ მოპარული ველოების სანაცვლოდ. გული ახლაც მწყდება, ის ველოსიპედი ყველაზე მეტად მიყვარდა.

როგორ მოვექცეოდი იმ ადამიანს, რომელმაც ველო მომპარა? მას ახალს ვუყიდდი, ჩემსას კი გამოვართმევდი.

მაშინ პატარა ვიყავი, სულელი. გადარჩენისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ველოსიპედი კი სხვადასხვა ადგილას მისვლა მჭირდებოდა. ქურდობაზე ჩემი ცხოვრების სირთულეებთან გასამკლავებლად წავედი.

სხვისი ველოსიპედების მოპარვა არც მაშინ შემიწყვეტია, როცა ჩემი დავკარგე. არ მინდოდა, მაგრამ უარის თქმა არ შემეძლო. ეს გადარჩენის საკითხი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ამაში კარგი არაფერი ყოფილა, მსგავს ნაბიჯს იმიტომ დგამ, რათა ცხოვრებაში ნაბიჯის წინ გადადგმა შეძლო,”- თქვა ზლატანმა.

წყარო: Get French Football News

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო