11 X 11
სპორტული პორტალი

სტაფილო ჭამა და ყბა მოიტეხა

0

კურიოზული ამბავი შეემთხვა “ჰერენვენის” შვედ მცველს რამი კაიბს, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას სახე ძლიერად დაარტყა მეტოქეს მუხლზე, მაგრამ ტკივილის მიუხედავად თამაში განაგრძო. მეორე დღეს ჩვეულებრივად ივარჯიშა და არავითარ დისკომფორტს არ გრძნობდა, მაგრამ შინ მისულმა სტაფილოს შეჭმა მოინდომა და კარგა მაგრად ჩაკბიჩა… იმ წამსვე ყბაში ძლიერი ტკივილი იგრძნო და რომ არ გაუარა, ექიმს მიმართა. რამის რენტგენით ყბის მოტეხილობა დაუდგინდა და მინიმუმ ორი კვირა უქმობა და თხიერი საკვებით მოუწევს შიმშილის დაცხრომა. როგორც ჩანს, ყბა მან მატჩისას მოიტეხა და სტაფილოს ჩაკბეჩისას მდგომარეობა უბრალოდ დაუმძიმდა.

წყარო: thesun.co.uk

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო