11 X 11
სპორტული პორტალი

ავტოგოლი იყო – რუმენიგემ მესის წასვლაზე ისაუბრა

0

“ბაიერნის” მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ლიონელ მესის “ბარსელონადან” პსჟ-ში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

“მხოლოდ 3 წელში “ლა ლიგამ” ორი სიმბოლო დაკარგა: ჯერ კრიშტიანო რონალდო გადავიდა “იუვენტუსში”, ახლა კი მესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდა.

მარკეტინგის თვალსაზრისით, ეს ისეთი დანაკარგი იყო, რომელსაც ვერ აანაზღაურებ.

ყველა იმას ამბობს, რაც უნდა, ხო და მე ვიტყვი, რომ ფინანსური ფეარ-პლეის გამო ლა ლიგიდან მესის გაგდება ავტოგოლი იყო,”- განაცხადა რუმენიგემ.

წყარო: AS

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო