11 X 11
სპორტული პორტალი

ებრაელს არ ეჭიდავა და 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

0

შეიძლება გახსოთ ინციდენტი ტოკიოს ოლიმპიადის ძიუდოისტთა ტურნირზე, როდესაც ალჟირელმა ფეტჰი ნურინმა ისრაელის წარმომადგენელთან, ცნობილ ძიუდოისტ ტოჰარ ბუტბულთან ჭიდაობა არ ისურვა და წაგება ჩაეთვალა. ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ უარი იმით ახსნა, რომ “ხელების გასვრა არ სურდა”.

შეგახსენებთ, რომ ალჟირი არ ცნობს ისრაელის სახელმწიფოს და მასთან არც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ნურინის ეს საქციელი “პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი პროპაგანდის გამოვლენად” მიიჩნია და მას და მის პირად მწვრთნელს 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

წყარო: championat.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო