11 X 11
სპორტული პორტალი

ჩემპიონთა ლიგა დაიწყო ანუ ეს ის ბარსა აღარ არის და სხვა

0

ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩები სამშაბათს საღამოს E, F, G და H ჯგუფებში გაიმართა.

E ოთხეულში „ბაიერნი“ „ბარსელონას“ ესტუმრა და თვალნათლივ დაადასტურა, რომ ეს ის „ბარსა“ აღარ არის და სამწუხაროდ, ალბათ კარგა ხანი აღარც იქნება. მიუნხენელებმა „კამპ ნოუზე“ კუმანის გუნდს გაკვეთილი კი ჩაუტარეს, მაგრამ „ბარსელონას“ ეს შემადგენლობა ვერაფერს შეისმენს.

კიევში „ბენფიკა“ შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა „დინამოსთან“, მაგრამ გოლი ვერ გაუტანეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მათ კარში შეგდებულ ბურთზე var-S უმნიშვნელო ოფსაიდი რომ არ დაეფიქსირებინა, ლისაბონში უქულოდ გაბრუნდებოდნენ.

F ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი „იანგ ბოისი“ გახდა. შვეიცარიელებმა რონალდოთი გაძლიერებული „მანჩესტერი“ ისტუმრეს და მართალია, პორტუგალიელისაგან საკმაოდ სწრაფი გოლი მიიღეს, მაგრამ მანკუნიანელებს სულ ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ, ხოლო როდესაც სტუმრებს ვან-ბისაკა გაუძევეს, უპირატესობა ხელთ იგდეს და მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ლინგარდის ბრიყვული შეცდომა გოლად გარდასახეს და სულშერის გუნდი შინ კუდამოძუებული გაუშვეს.

„ვილიარეალი“-„ატალანტას“ მატჩი ოთხგოლა ფრით კი დასრულდა, მაგრამ ბევრად უკეთ სტუმარმა იტალიელებმა იასპარეზეს

G კვარტეტში ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. სევილიაში, მასპინძელთა და „ზალცბურგის“ შეხვედრაში კურიოზული 1:1 დაფიქსირდა, მაგრამ კურიოზული ის გახლდათ, რომ ბელორუსმა მსაჯმა კულბაკოვმა პირველ ტაიმში ოთხი პენალტი დანიშნა.

„ზალცბურგი“ და „ლილი“ კი უგოლოდ გაიყარნენ.

H ჯგუფში „იუვენტუსმა“ „იუვენტუსმა“ ბევრის გასაკვირვად პირველივე ტაიმში გამოუყვანა წირვა მასპინძელ „მალმეს“, ხოლო „ჩელსიმ“ საკუთარ „სტემფორდ ბრიჯზე“ მშვიდადა და მინიმალურად მოუგო „ზენიტს“.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო