11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდომ კასილიასის და მესის რეკორდები გაიმეორა

0

თამაშობს რა ჩემპიონთა ლიგის მატჩს “იანგ ბოისის” წინააღმდეგ და უკვე გოლიც გაიტანა, “მანჩესტერში” დაბრუნებულმა კრიშტიანო რონალდომ ორი რეკორდი გაიმეორა.

ეს ჩემპიონთა ლიგაზე მის მიერ ნათამაშები 177-ე მატჩია, რითაც მადრიდის “რეალის” ყოფილ მეკარეს იკერ კასილიასს გაუთანაბრდა. მესამე ხავია (151 მატჩი), მეოთხე ლეო მესი (149), მეხუთე კი რაული (142).

რაც შეეხება გოლს, “იანგ ბოისი” 36-ე გუნდია, რომელსაც რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე ბურთი გაუტანა. ამ ტურნირზე ამდენივე გუნდისათვის გოლი აქამდე ლეო მესის ჰქონდა შეგდებული.

წყარო: twitter.com/OptaJoe

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო