11 X 11
სპორტული პორტალი

10-გოლიანი მატჩი ეროვნულ ლიგაში და 25 წუთში გატანილი 7 ბურთი – შოუ ბათუმის სტადიონზე [VIDEO]

0

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ სახლში თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და მოწინააღმდეგე მოულოდნელი ანგარიშით გაანადგურა- 7:3.

წვიმიან ამინდში ჩატარებული მატჩი მოულოდნელად სტუმართა შეტევებით დაიწყო, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს, როდესაც ჯიღაური დებიუტანტ ვადის გაექცა და ბურთს სპენკელინკის კარში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ დარცმელიამ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი კირკიტაძე აზაცკის გაექცა და „ლოკო“ დააწინაურა. თუმცა, „რკინიგზელთა“ სიხარული ხანმოკლე გამოდგა – შეცვლაზე შესულმა ნავალოვსკიმ საჯარიმოს გარედან მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, ვადიმ ბურთის მოგერიება ვერ შეძლო, მეკარესაც ხელი შეუშალა და – 2:2. შემდეგ ჩაწოდებული კუთხურისას ჯიღაური უმეთვალყურეოდ დატოვეს და თავურით დაამწუხრა დედაქალაქელები, 72-ე წუთზე გაფრინდაშვილი ფლანგზე ადვილად დაუსხლტა მეურვეს და კარის წინ ფანცულაიას საგოლე გადაცემა გაუკეთა, მერე თავად გაფრინდაშვილმაც გაიტანა, ფანცულაიამ დუბლი შეასრულა, აზაროვმაც გამოიჩინა თავი, ხოლო ბოლოს გავაშელიშვილმა ანგარიში შეამცირა.

მოკლედ, ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელის, გეგუჩაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მეტოქეზე უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და უთუოდ უნდა აღინიშნოს ორივე გუნდის დაცვის ძალიან ცუდი თამაში.

20 სექტემბერს ლიდერი ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება, მეხუთეადგილოსანი „ლოკომოტივი“ კი „სამგურალს“ უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო