11 X 11
სპორტული პორტალი

ჩემპიონთა ლიგა – პსჟ-მ მესითურთ იჭაკა, სხვა მხრივ ლოგიკური

0

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა. ოთხშაბაშს A,B,C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა და შეიძლება ითქვას, სათამაშო დღე უსენსაციოდ ჩათავდა. ერთი ეს იყო, რომ პსჟ-მ ლეო მესისთან ერთად სტუმრად “ბრიუგეს” ვერ მოუგო.

A კვარტეტში მასპინძელ “მანჩესტერ სიტის” “ლაიფციგთან” დაცვაზე საერთოდ არ უზრუნია, მეტოქეს 6 გოლი გაუტანა, თავად კი 3 მიიღო და ამით უკმაყოფილო სულაც არ დარჩენილა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მხრიდან სამივე გოლი 23 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა კრისტოფერ ნკუნკუმ გაიტანა.

მიუხედავად დიდი ტერიტორიული უპირატესობისა და ანგარიშში დაწინაურებისა, “ბრიუგემ” პსჟ-ს ანგარიში მალევე გაუთანაბრა. შემდეგ კი ტაიმნახევარი თავი კარგად დაიცვა და დამსახურებული ერთი ქულა მიითვალა.

B ჯგუფში “ლივერპული”-“მილანი” კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მერსისაიდელები იოლად სძლევდნენ როსონერის, რადგან ჯერ სწრაფი გოლი გაიტანეს, ხუთ წუთში კი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც სალაჰმა ვერ გაიტანა, მაგრამ ისევ აგრძელებდნენ სწრაფ და სახიფათო იერიშებს, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო ხუთწუთეულში მილანელებმა ორი უმშვენიერესი კომბინაცია გოლებით დაასრულეს და შესვენებაზე დაწინაურებულები გავიდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მაინც იძალეს და ორი გოლი შეაგდეს და სამი ქულა ჩაიჯიბეს.

“ატლეტიკო”-“პორტო” მეტად დაძაბულ, თითქმის თანაბარ ბრძოლაში გაილია. ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის და მოგების შანსი, მაგრამ მატჩი მაინც უგოლოდ და ალბათ სამართლიანი ფრით გასრულდა.

C ოთხეულში “დორტმუნდი” სტამბოლში “ბეშიქთაშს” აშკარად ჯობდა და წესით, 2:1-ზე დიდი ანგარიშით უნდა მოეგო, მაგრამ ესეც იმყოფინა. მოედნიდან უგოლოდ არ გასულა “ყვითლების” ბომბარდირი ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს გააორა ანგარიში. ეს მის მიერ “დორტმუნდში” ჩატარებულ 66 მატჩში 66-ე გატანილი ბურთია. მართლაც შთამბეჭდავი შედეგია!

ლისაბონში  ჩასულა “აიაქსმა”  “სპორტინგი” იავარჰყო, გაუტანა რა 5 გოლი, თავად კი მხოლოდ ერთი მიიღო.

D ჯგუფში ყველას გაკვირვებას აგრძელებს ტირასპოლის “შერიფი”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გამოცდილ ბინადარ  “შახტარს” ცუდი მასპინძლობა გაუწია, 2:0 მოუგო და რადგან ამ ოთხეულის მეორე მატჩში მილანში, “სან სიროზე”, მადრიდის “რეალმა” მხოლოდ მატჩის ბოლოსწინა წუთზე გაუტანა ერთადერთი გოლი “ინტერს”, მადრიდელებთან შედარებით უკეთესი ბურთების სხვაობით ‘შერიფი” ლიდერობს.

   
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო