11 X 11
სპორტული პორტალი

ჩელსის მცველის რის ჯეიმსის სახლი გაძარცვეს [VIDEO]

0

14 სექტემბერს, მაშინ როდესაც “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის  მატჩს მართავდა “ზენიტთან”, ლონდონური გუნდის მცველის რის ჯეიმსის სახლში, სადაც არავინ იმყოფებოდა, მძარცველები შევიდნენ და ფეხბურთელის თქმით, მძიმე სეიფი გაიტანეს, რომელშიც ძვირფასეულობა არ ინახებოდა, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის ოქროს მედლები და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი იდო. პოლიციას სათვალთვალო კამერის ჩანაწერები აქვს და სავარაუდო ეჭვმიტანილებიც ჰყავს და იმედოვნებენ, რომ მათ მალე დააკავებენ.

წყარო: instagram.com/reecejames

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო