11 X 11
სპორტული პორტალი

ნაპოლის პრეზიდენტის ინიციატივა

NAPLES, ITALY - AUGUST 01: Aurelio De Laurentiis the President of SSC Napoli looks on prior to during the pre-season friendly match between SSC Napoli and OGC Nice at Stadio San Paolo on August 1, 2016 in Naples, Italy. (Photo by Francesco Pecoraro/Getty Images)
0

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მეტად ორიგინალური იდეებით გამოირჩევა. ახლახან მან განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას ვერ მოაქვს იმხელა შემოსავალი კლუბებისათვის,  რომ მათ თავისუფლად შეძლონ განვითარება.

მისი გამოკვლევებით, ახალგაზრდები 8-დან 25 წლის ასაკამდე თითქმის აღარ ინტერესდებიან ფეხბურთით, რადგან კომპიუტერულ თამაშებზე არიან გადასულნი და ეს სერიოზული პრობლემაა.

ამიტომ აუცილებელია ისეთი საფეხბურთო ტურნირის დაარსება, რომელიც თითქმის ყველას დააინტერესებს. საამისოდ საჭიროა კლუბების ხელმძღვანელები შეიკრიბონ და ახალი ლიგა შექმნან, რომელიც დახურული კი არ იქნება, არამედ გავარდნა-შესვლის პრინციპით იმოქმედებს.

და მთავარი – თავად დონ აურელიო მზადაა ამ იდეის რეალიზაციისათვის 10 მილიარდი ევროს ინვესტირება მოახდინოს.

წყარო: tuttosport.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო