11 X 11
სპორტული პორტალი

ზაფხულის მთავარი ტრანსფერების ანალიზი: რონალდუ, მესი და (ანაზდეულად) გრიზმანი — ღვთაებრივად, აგუერო და რამოსი — ძალიან უცნაურად

0

აქ განვიხილავთ ზაფხულის ყველაზე ხმაურიან ტრანსფერებს, დავყოფთ კატეგორიებად და გავაანალიზებთ წარმატებულობის შესაძლო შანსებს.

სიურპრიზი-სიურპრიზი — თითქმის ყველა გადასვლას აქვს თავისი პლუსები და მინუსი, ორი სიტყვით კატეგორიებაზე რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვეცადეთ. ამოცანაა — არ გავამარტივოთ განმარტებები, არამედ წარმოვადგინოთ მთლიანი სურათი, რათა დავინახოთ შესაძლო სცენარების მთელი დიაპაზონი. უბრალოდ, მცირე თხოვნა გვექნება: სანამ კომენტარებში გაგვკიცხავთ, წაიკითხეთ განმარტება, რატომ მოხვდა ტრანსფერი ამა თუ იმ კატეგორიაში.

კამათს, კრიტიკას, დამატებებსა და დაზუსტებებ კატეგორიულად მივესალმებით. სია მხოლოდ საწყისი წერტილია კონსტრუქციული დიალოგისთვის, და არა ფინალური ვერდიქტი. აუცილებლად მოგვწერეთ დამაინტრიგებელ ტრანსფერებზე, რომლებიც ვერ მოხვდა სიაში (კონკურენცია, მართალია, მაღალია — აქტუალობაზე ვკონცენტრირდებოდით). აბა, შევუდგეთ!

ღვთაებრივები

გამოიცანით ორი მცდელობიდან: ვის გამო შემოვიტანეთ სპეცკატეგორია, რომელიც უბრალო მოკვდავებისთვის უცხო წესებით ცხოვრობს?

ცხადია რონალდუსა და მესის — მათი ტრანსფერები ცვლის მთელს სატრანსეფრო პარადიგმას. არავის არ ანაღვლებს, რა იგეგმებოდა ზაფხულის დასაწყისში, რო პოზიციები საჭიროებს გაძლიერეას, როგორი ფეხბურთის თამაში უნდა მწვრთნელს, ვინ იყიდეს უკვე და ვის ყიდვას გეგმავენ. თუ კრიშტიანუსა და მესის თქვენს გუნდში უნდათ და მორიგების შანსი არსებობს — შენ აფორმებ ტრანსფერს. წერტილი.

მათ უბრალოდ ვერ შეაფასებ ჩვეულებრივი შაბლონების ჩარჩოებში, სადაც არის გარკვეული თვისებების მქონე მოთამაშე, არის კლუბი თავისი საჭიროებებითა და არსებობს გარიგების რესურსები. შეიძლება რონალდუსა და მესის თაობაზეც დაისვას კითხვები: ნამდვილად საჭირო იყო სწორედ ამ პოზიციის გაძლიერება? ერგებიან კი ისინი მწვრთნელს ტაქტიკურად? რამდენად შეესაბამებიან იმათ, ვინც უფრო ადრე იყიდეს იმავე ფანჯრის დროს?

მთელი ამბავი ისაა, რომ არავინ მალავს ამ გადასვლების არაგეგმიურ ხასიათს. ჰო, სულშერმა და პოჩეტინომ სასიამოვნო თავსატკივარი გაიჩინეს. მაგრამ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მესისა და რონალდუს გენიალურობა აანაზღაურებს დაგეგმარების ნებისმიერ ხარვეზებს, დაგეგმარების, რომლის პირდაპირ ფეხებზე დაკიდებაც გახდა საჭირო. ჩვენ უკვე არაერთხელ დავრწმუნებულვართ, რომ ეს წყვილი თავისი კანონებით ცხოვრობს და რეგულარულად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს შეუძლებლის შესახებ.

ამაზე ვასრულებ უაზრო მცდელობებს უცხოპლანეტელების ადამიანური ლოგიკით გაანალიზებისა. მესისა და რონალდუს ტრანსფერებს ვერ მივაკუთვნებთ კარგისა თუ ცუდის კატეგორიას. ისინი ღვთაებრივია.

გავბედავ ამ კატეგორიაში ანტუან გრიზმანის იჯარის შეყვანასაც*. სწორედ ასე — ვარსკვლავით, რომელიც აღნიშნავს „მხოლოდ დიეგო სიმეონესთვის“. ცხადია, ანტუანი სრულიად სხვა მასშტაბის ფიგურაა. მისი გადასვლა ნებისმიერ სხვა გუნდში მოკვდავთა ლოგიკას დაექვემდებარებოდა, მაგრამ სიმეონესთან ფრანგი ღვათებრივი აურის მფლობელია. მისი ქამბექი „ატლეტიკოში“ აგრეთვე იმ სიტუაციას მიეკუთვნება, რომელშიც არსებობს საოცნებო მოთამაშის აყვანის ექსკლუზიური შანსი — და ეს შანსი ჩრდილას ნებისმიერ გარემოებებს. ამგვარ და მხოლოდ ამგვარ კონტექსტში იმსახურებს გრიზმანი ამ განყოფილებაში მოხსენიებას.

თითქოსდა კარგად „მოარტყეს“

აქ განვიხილავთ ტრანსფერებს, რომელთაც წარმატების ყველაზე მეტი წინაპირობა აქვთ. მოთამაშის დონე, გუნდის საჭიროება, მწვრთნელის ფილოსოფია — ყველაფერი თანხვედრაშია, ხოლო ჩაფლავების სცენარები პრაქტიკულად არ განიხილება.

დავიდ ალაბა („ბავარიიდან“ „რეალში“, თავისუფალი აგენტი): საუკეთესო სამ პოზიციაზე (ცენტრალური მცველი, მარცხენა განაპირა მცველი, საყრდენი). ამ სამიდან ორზე „მადრიდს“ პრობლემები აქვს. ალაბა გუნდის საუკეთესო განაპირა მარცხენა მცველი და საუკეთესო მცველია — ანჩელოტიმ უნდა განსაზღვროს, ავსტრიელის რომელი ვერსიაა სასარგებლო კონკრეტულ თამაშში. ექსტრემალურ სიტუაციებში შეუძლია ითამაშოს კაზემიროს ნაცვლადაც, რომელსაც ბოლო სეზონებში არ ჰყოლია ღირსეული დუბლიორი.

მემფის დეპაი („ლიონიდან“ „ბარსელონაში“, თავისუფალი აგენტი): გენიალური სეზონი ჩაატარა „ლიონში“ (რამდენადაც ეს შესაძლებელია საფრანგეთში). ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშით დებდა მესის დონის ციფრებს შემოქმედებითობით, კარებისთვის პირდაპირი საფრთხის და დარტყმისწინა მოქმედებების მიხედვით. ლეოს წასვლის გამო მიიღებს ყველა საჭირო უფლებამოსილებას, რათა მაგია ახალ საფეხურზე აიყვანოს.

ცხადია, ერთია ედრებოდე მესის საუკეთესო სეზონში და უფრო სუსტ ლიგაში, და სრულიად სხვა რამეა — სცადო „ბარსაში“ მისი შეცვლა. მაგრამ მესის ცუდ კოპიად ყოფნაც, რეალურად, წარმატებაა, რომლისკენაც მემფისს ნაკრებიდან მისთვის კარგად ცნობილი მწვრთნელი წაიყვანს — ალბათ, სწორედ კუმანის დამსახურებით დაიწყო დეპაის ტოპ-დონეზე დაბრუნება (პროცესი სწორედ ნიდერლანდების მატჩებიდან დაიწყო და საკლუბო დონეზე გაგრძელდა).

ჰაკან ჩალჰანოღლუ ( „მილანიდან“ „ინტერში“, თავისუფალი აგენტი): „ინტერმა“ „მილანის“ ლიდერი სწორედ მისი საუკეთესო იტალიური სეზონის შემდეგ გაიფორმა. სიმონე ინძაგის სისტემაში, ფაქტობრივად, იდეალური როლი არსებობს მისთვის — ის როლი, რომელმაც ლუის ალბერტო „ლივერპულის“ ლეგენდიდან სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედად აქცია.

კომპლექტში შედის იტალიის ყველაზე სახიფათო სტანდარტები — გასულ წელს მათ ჰაკანზე უკეთ არავინ ასრულებდა. ძალიან სერიოზული აპგრეიდია: თურქს 55 დარტყმისწინა მოქმედება აქვს სტანდარტების სტატისტიკის შემდეგ — 35-თ მეტი, ვიდრე მარსელო ბროზოვიჩს, რომელიც ამ მაჩვენებლით „ინტერის“ ლიდერი იყო.

დაიო უპამეკანო და მარსელ ზაბიტცერი ( „ლაიფციგიდან“ „ბაიერნში“, 42, 5 მილიონ ევროდ + 15 მილიონი ევრო): იულიან ნაგელსმანთან ერთად „ბაიერნმა“ „ლაიფციგის“ ორი ლიდერიც დაითრია. ორივე ძალიან განსხვავებულად გადავიდა — უპამეკანო წინასწარ (რის გამოც ჩააგდო საფინალო ტური ძველ  კლუბში), ხოლო ზაბიტცერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში. ცხადია, გონივრული იქნება, თუ მათ სწორედ კომპლექტში განვიხილავთ.

ორივე უმაღლეს დონეს აჩვენებდა და დაიმასუხერეს ტოპ-გუნდში თამაშის შანსი. ნაგელსმანის პიროვნებაც აგრეთვე მნიშვნელოვანია — მოსახერხებელი იქნება მწვრთნელისთვისაც და მოთამაშეებისთვისა. იულიანმა ორი მოციქული მიიღო, რომელთაც უსიტყვოდ ესმით მისი, ხოლო დაიო და მარსელი დარჩებიან მწვრთნელთა, რომელიც შესანიშნავ იცნობს მათ შესაძლებლობებს.

ერთადერთი მინუსი არ ეხება ტრანსფერების ხარისხს: „ბაიერნი“ საყვედურების მორიგ დოზას დაიმსხურებს კონკურენტების დასუსტების გამო. რამდენად სამართლიანია ეს საყვედურები — მარადიული თემაა, რომელსაც ტოტალურ ოფტოპში მივყავართ. მოდი უბრალო დავაფიქსიროთ ეს ბრალდებები.

ლოგიკური ტრანსფერები, მაგრამ შენიშვნებით

აქ კარგი ტრანსფერებია, რომელთა ირგვლივაც მოვლენები შეიძლება სხვადასხვანაირად განვითარდეს, მაგრამ პოზიტივი მაინც მეტია.

რაფაელ ვარანი („რეალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“, 40 მილიონი ევრო): „მანჩესტერს“ აპგრეიდი სჭირდებოდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ვარანი ჩინებული გადაწყვეტილებაა. ის არა მხოლოდ ჯობია ლიდელოფს ჰაერში (ეს კი პირველი მოთხვოვნაა, თუ გინდა აპგრეიდი გერქვას(, მაგრამ შესანიშნავად ეხამება ჰარი მაგუაიერის თვისებებს (ისევე, როგორც რამოსს, მას აგრესიული წინ გაჭრები უყვარს, ვარანი კი საკაიფოდ აზღვევს. ფრანგის სისწრაფე სულშერის გუნდის თამაშს შესძენს ახალ ოპციას — უფრო მაღალ დაცვის ხაზსა და რეგულარულ პრესინგს.

ცენტრალური მცველები ძალიან დამოკიდებულნი არიან გუნდის საერთო სტილზე, შესაბამისად, ვარანი ზუსტად იმდენად დაეხმარება, რამდენადაც მწვრთნელი ზემოხსენებულ ახალ ოპციებს გამოიყენებს. კიდევ ერთი მსუბუქი საშიშრორება: „იუნაიტედმა“ რაფა უკანასკნელ წლებში მისი ყველაზე არასტაბილური სეზონის შემდეგ აიყვანა. საერთო დონე უფრო მნიშვნელოვანია — და ის არ იწვევს ეჭვებს, მაგრამ ბოლო კამპანიის განმავლობაში ვარანმა ზედმეტად ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვა.

ნიკოლა ვლაშიჩი ( ცსკა-დან „ვესტ ჰემში“, 30 მილიონი ევრო): მთელი ზაფხული „ვესტ ჰემმა“ ახალი ლინგარდის მტანჯველ ძიებაში გაატარა (ეს აზრი ერთი წლის წინ აბსურდულად მოგვეჩვენებოდა), რომელიც მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დასრულდა — ვლაშიჩს მეორე შანსი ექნება პრემიერ ლიგაში. პოზიციით ის სწორედ ლინგარდის დანაკლისს აანაზღაურებს (დიდი ალბათობით, თავდამსხმელის უკან დაიწყებს თამაშს).

ხორვატის დონე არ იწვევს შეკითხვებს. მსუბუქ ეჭვებს აჩენს მხოლოდ გუნდის სტილთან შეთავსების საკითხი. ნიკოლა ძალიან განსხვავდება ჯესისგან და შეტევის ტვინი იყო იმ გუნდში, რომელიც ძირითადად პირველ ნომრად თამაშობდა. „ვესტ ჰემი“ კი — კონტრშეტევებია, დაბალი ბლოკი და მოიესის პატივისცემა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მატჩის განმავლობაში 14 კმ. ირბინეს. ცხადია, ვლაშიჩისთვის არ არის აუცილებელი როლი სწორედ ისე შეასრულოს, როგორც მას ლინგარდი ასრულებდა, მაგრამ ადაპტაცია ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდება.

ელდორ შომუროდოვი („ჯენოადან“ „რომაში“, 17, 5 მილიონი ევრო): შომუროდოვი შესანიშნავად უხდება მოურინიოს. ოღონდ არ არის საჭირო მოლოდინების გაზვიადება. ელდორი აიყვანეს სწორედ როგორც როტაციის იდეალური მოთამაშე. იგი სწორედ ამ როლშია ჰარმონიული და ჟოზესგან რეგულარულად დაიმსახურებს კომპლიმენტებს. როგორი იქნება ჭერი — გამოჩნდება, მაგრამ განვითარებისთვის პირობებიც იარსებებს.

ჯორჯინიო ვეინალდუმი („ლივერპულიდან“ „პსჟ“-ში, თავისუფალი აგენტი): იდეალური ნახევრმცველი პოჩეტინოსთვის — პრესინგ-კიბორგი, რომელიც მშვენივრად ინარჩუნებს ბურთს წნეხის ქვეშ და სწრაფ შედის საჯარიმოში. მხოლოდ ერთი ხინჯია: იქნება თუ არა „პსჟ“ პოჩეტინოს ტიპური გუნდი? ალბათ, არა. ასეთ შემთხვევაში ჯინის წარმატება ნაკლებ გარანტირებული იქნება.

როდრიგო დე პაული („უდინეზედან“ „ატლეტიკოში“, 35 მილიონი ევრო): ჯერ სეზონი დაასრულა  საუკეთესო კრეატიული ნახევარმცველის სტატუსით გუნდში, რომელიც არ მიეკუთვნება სერია ა-ს საუკეთესო კლუბების სიას, შემდეგ კი შესანიშნავად იასპარეზა კოპა ამერიკაზე, სადაც, შეიძლება ითქვას, მეორე ფეხბურთელი იყო არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესის შემდეგ. „ატლეტიკომ“ ცბიერად მოაგვარა ტრანსფერის გაფორმება ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე. ახალ დონეზე გადასვლისთვის დე პაული აშკარად მზადაა და წესით ატლეტიკოს ნახევარდაცვისთვის შესაბამისი მოთამაშე იქნება. ლოკალური დე ბრუინე, რომელიც, რომელიც ხშირად და მრავალფეროვნად ამწვავებს თამაშს.

თუმცა არსებობს მცირე პრობლემა: დე პაულსა და მარკოს ლორენტეს, რომელიც გასულ სეზონში, ალბათ, ატლეტიკოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, საერთო საყვარელი ზონა აქვთ მოედანზე. ორივეს უყვარს სამეულში მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის დაწყება. სიმეონას გარკვეული კრეატიულობის გამოჩენა მოუწევს, რათან ოპტიმალურად განალაგოს ისინი, მაგრამ ორივე უნივერსალია (განსაკუთრებით ლორენტე) და მზად არის, დაუჯეროს ჩოლოს.

მანუელ ლოკატელი („სასუოლოდან“ „იუვენტუსში“, იჯარა 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით): „იუვეში“ დაბრუნების შემდეგ, ალეგრიმ ვერ აღმოაჩინა შემადგენლობაში მირალემ პიანიჩი, რომელიც მაქსის დროს ბრწყინავდა. უფრო მეტიც, მირალემის ცუდი შემცველებიც კი არ შეინიშნებოდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ სეზონისწინა თამაშებში რეჯისტას პოზიციაზე აარონ რემზი თამაშობდა. ლოკატელის სახით მწვრთნელმა მიიღო მასალა, რომლისგან შეიძლება ახალი პიანიჩის გამოძერწვა.

უკეთესს პრეტენდენტს სერიაში ა-ში ვერც იპოვი — ლოკატელი უკვე ხუთი სეზონია სტაბილურად თამაშობდა მომხიბვლელ „სასუოლოში“, თამაშობდა ბურთის ფლობისადმი დიდი სიყვარულით. „იუვე“ სულ სხვა დონეა, ხოლო პოზიცია უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ მანუელი ყველა თვისებას ფლობს წარმატების მისაღწევად.

დონიელ მალენი („პსვ“-დან „დროტმუნდში“, 30 მილიონი ევრო): სხარტი ჰოლანდიელი თითქოსდა იდეალური პარტნიორია ერლინგ ჰოლანდისთვის, როცა გუნდი ვერტიკალურად თამაშობს, სქემებით 4-2-2-2 ან რომბისებრი 4-4-2 — სწორედ ამგვარი ვარიანტები ჰქონდა მარკო როზეს „ზალცბურგში“. მაგრამ  „ბორუსიის“ ახალი მწვრთნელი ძალიან მოქნილია სქემების არჩევისა და შეცვლის კუთხით — და გუნდის შემადგენლობა მრავალი სახეცვლილების შესაძლებლობას აძლევს.

თუ როზე გადაწყვეტს, ერთი შემტევით ითამაშოს, მაშინ, რასაკვირველია, პრობლემები სწორედ მალენს ექნება, და არა ჰოლანდს. სხვა სცენარების მიხედვით, იგი გუნდის თვისებრივ გაძლიერებად მოჩანს.

ლოგიკური, მაგრამ ძვირი (შესაძლოა, მეტისმეტადადაც) ტრანსფერები

ეს ფეხბურთელები ნამდვილად გააძლიერებენ ახალ გუნდებს, მაგრამ მათში ძალიან შტამბეჭდავი თანხები გადაიხადეს. მოლოდინებიც უდიდესი აქვთ, რომელთა გამართლებისთვის არ იქნება საკმარისი უბრალოდ გაძლიერება, ფეხბურთელებს მოუწევთ იბრწყინონ, რაც უკვე ყველას არ გამოუვა.

ჯეკ გრილიში („ასტონ ვილადან“ „მანჩესტერ სიტიში“, 117, 5 მილიონი ევრო): ყველაზე ძვირი ტრანსფერი ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში. გასულ სეზონში გრილიში „ვილაში“ უმაღლეს დონეზე თამაშობდა — გენიოსი იყო ბურთის შეტევაში გადატანისა და მომენტების შექმნაში და პარტნიორებისთვის სივრცისა და მოქმედებების საშუალების გამოთავისუფლებაში მეტოქეების თავისკენ მოზიდვით. ყველა შეტევა მასზე იყო აგებული. შეიძლება ითქვას, ევროპაში არ ყოფილა სხვა გუნდი, რომელიც ასეთი დამოკიდებული იქნებოდა გუნდის ერთ მოთამაშეზე. „ვილას“ ქულების აკრეფის ტემპი გრილიშთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზონაა. მის გარეშე „ასტონ ვილა“ საშუალო გუნდის დონემდე ჩამოქვეითთა.

ერთი დეტალი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა — 6,18 დარტყმისწინა მოქმედება 90 წუთზე (ტოპ-ლიგებში უფრო მხოლოდ მესის და დე ბრუინეს აქვთ). და ეს „ასტონ ვილაში“! ჯეკის თვისებების მოთამაშე (უი, მე ჯერ არ მიხსენებია, რომ ბურთთან ურთიერთობის მისი მანერა ნამდვილი ესთეტიკური კაიფია) კიდევ უფრო მეტად უნდა გაიხსნას იმ გუნდში, რომელიც უფრო შემტევ და ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს. პეპს ორი შესანიშნავი ვარიანტი აქვს, როგორ გამოიყენოს ჯეკი: ან ახალი დავიდ სილვას (გასულ სეზონში ცენტრში დააკლდად ასეთი ფეხბურთელი) ანდა ფოდენის როლში (მარცხენა ფლანგზე, გადაადგილების თავისუფლებით).

ერთი სიტყვით, ყველაფერი გადასარევად არის. მაგრამ ფასი მაინს გიჟურია. „სიტის“ შეიხების გარდა არავის უფიქრია, კონკურენციაში ჩართულიყო.

ემი ბუენდია („ნორვიჩიდან“ „ასტონ ვილაში“, 38, 4 მილიონი ევრო): გრილიშის შეცვლის (არა პოზიციით, არამედ როლითა და მნიშვნელობით) მცდელობა იმ ფეხბურთელი, რომელიც მსგავს მაგიას ქმნიდა ჩემპიონშიფში. გასულ სეზონში ის მეორე დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ხოლო ნორვიჩი ყველა ასპექტში მასზე იყო დამოკიდებული.

ამაში არის ლოგიკა, მაგრამ სინამდვილეში დონე განსხვავებულია, რადიკალური გარდქმნა „ვილასაც“ შეეხო. წარმატება დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ ემიზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი უფრო ჰგავს ჯეკს. ბაზარმა იცოდა, რომ გრილიშის გაყიდვის შემდეგ „ვილას“ ძალიან ბევრი ფული ექნება, ამიტომ „ნორვიჩმა“ თითქმის 40 მილიონი მოითხოვა.

რომელუ ლუკაკუ („ინტერიდან“ „ჩელსიში“, 115 მილიონი ევრო): მას შემდეგ, რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა სუპერ-ვარსკვლავად კონტეს გუნდში, ლუკაკუ გადადის გუნდში, რომლის საუკეთესო ბომბარდირიც გასულ სეზონში ჟორჟინიო იყო. „ჩელსიმ“, ალბათ, ყველაზე პრობლემური პოზიცია შეავსო და თავდაჯერებულად განთავსდა ლიგის ტრიუმფატორთა შესაძლო სიაში (თუნდა არაფავორიტის როლში).

ტუხელმა გადასარევად იცის ლუკაკუს ძლიერი მხარეები — უკვე გამოიყენა შეტევის ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე. გასული სეზონის ბოლოსაც კი გერმანელი შეტევის სამეულს მოხერხებულად არგებდა გუნდის სისუსტეებს — ახლაც იგივეს იზამს, მაგრამ არსენალში დამატებითი იარაღით. ოჰ, ლუკაკუ და „არსენალი“ ერთ აბზაცში — ტირილი მოგინდება. ეჰ! თავს იმით ვინუგეშებ, რომ სეზონის განმავლობაში სხვებიც ვერ გადარჩებიან.

ჯეიდონ სანჩო („დორტმუნდიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“, 85 მილიონი ევრო): ფანჯრის გახსნის წინ „იუნაიტედს“ შეტევის ფლანგების განახლება ესაჭიროებოდა. როგორც მინიმუმ რომელიმე მათგანზე შეიძლებოდა კონკურენციის ამაღლება. სანჩო მშვენივრად ერგება  — ეხერხება როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ თამაში, უკვე სამი წელია არ აგდებს თამაშის მაღალ ხარისხს, აღემატება იმ შემსრულებლებს, რომლებიც უკვე ყავდა „მანიუს“ (თუმცა ისინიც კარგები იყვნენ).

მაგრამ სანჩოს ყიდვისას, „მანჩესტერმა“ არაფერი იცოდა რონალდოს შესახებ. შემტევ პოზიციებზე კონკურენციაში გაჩნდა ძლიერი „პლუს ერთი“ — ეს გავლენას მოახდენს სანჩოს ადაპტაციაზე. ერთ-ერთ სცენარში გუნდი საერთოდ გადაეწყობა რომბისებრ 4-4-2-ზე, სადაც აღარ იქნებიან საჭირო ფლანგები. ჯეიდონის კლასმა ყველაფერი უნდა გადაწონოს, მაგრამ გარკვეული ეჭვები მაინც არსებობს.

 

აშრაფ ჰაკიმი („ინტერიდან“ „პსჟში“, 60 მილიონი ევრო): პოჩეტინო ბრწყინვალედ ავიტარებს შემტევ განაპირა მცველებს. გასულ სეზონში მარჯვნივ ყავდა ფლორენცი (გადანაჩვევი ცენტრალური ნახევარმცველი), დაგბა (აკადემიის აღზრდილი), კერერი (უნივერსალი ცენტრალური ნახევრამცველი) და ექსტრემალურ სიტუციაში ორჯერ კურზავაც, რომელიც ჩვეულებრივ მარცხვნის დგას. ახლა უკვე პროფილური ფეხბურთელი. შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი — იმ მწვრთნელის ხელში, რომელიც შესანიშანავედ ხვეწს ტალანტებს.

ტამი აბრაჰამი („ჩელსიდან“ „რომაში“, 40 მილიონი ევრო): შეესატყვისება მოურინიოს ყველა მოთხოვნას და ორი ბრწყინვალე პერფორმანსითაც გამოიჩინა თავი. ანუ არა უბრალოდ შეესატყვისება, არამედ, სავარაუდოდ, სწრაფად ადაპტირდება კიდეც. აპლოდისმენტები ერგება არა მარტო რომას, არამედ მარინა გრანოვსკაიასაც, რომელმაც 40 მილიონი აშოვნინა გუნდს იმ ფეხბურთელის ხარჯზე, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ტუხელს.

საეჭვო ტრანსფერები

აქ შევკრიბეთ ის შემთხვევები, რომლებშიც ფეხბურთელი დიდად არ შეჰფერის გუნდს, ან ამ პოზიციის გაძლიერება არ ჩანს ლოგიკურ ნაბიჯად. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ფეხბურთელებს ძალუძთ წარმატების მიღწევა, მაგრამ პირველ ხანებზე ნამდვილად რთული იქნება.

ბენ უაითი („ბრაიტონიდან“ „არსენალში“, 58, 5 მილიონი ევრო): მოკლედ რომ ვთქვათ: პრობლემური პოზიცია აქვს; სჯობს ყველას, ვინც ამ პოზიციაზე თამაშობს კლუბში; კარგია შეტევაში, შეუძლია პრესინგის თამაში (თუკი ეს საერთოდ იგეგმება), მაგრამ წარმოუდგენლად ძვირია. ალბათ, ის შემთხვევაა, როცა საფასური აღემატება სხვა პლიუსებს — და ბევრი კითხვა ჩნდება. ტექსტში განმარტებულია ამხელა ფასის მიზეზები, მაგრამ ეს შვებას არ გგვრის.

დანი ინგზი („საუთჰემპტონიდან“ „ასტონ ვილაში“, 32,2 მილიონი ევრო): ინგსის დონე ეჭვმიუტანელია. უკვე დაიწყო ახალ გუნდის მაისურით გატანა და ინდივიდუალურად შეუძლია იბრწყინოს. სამაგიეროდ, არსებობს უდიდესი პრეტენზიები აპგრეიდისათვის საჭირო პოზიციის შერჩევის კუთხით. შეტევაში „ვილას“ უკვე ჰყავდა ოლი უოტკინსი, რომელიც, თუკი ინგზზე ცუდი იყო გასულ სეზონში, ისიც მხოლოდ ცოტათი. ხოლო ნახევარდაცვის ცენტრში უკვე მოასწრეს თამაში ეშლია იანგმა და ორმა რემზიმ, რომელთა შორისას არ არის ნამდვილი.

გასვლაზე, პირველ ტურებში, ვხედავთ შეტევის სრულ იმპოტენციას. თითქმის არაფერს ქმნიან, გარდა სტანდარტებისა, ხოლო დინ სმითმა ჯერ ვერ მოიფიქრა, როგორ ათამაშოს ერთად ინგზი და უოტკინსი ( თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ის ნიშნავს, რომ ისადაც ღარიბ ნახევარდაცვას ერთი ფეხბურთელი გამოაკლდება.

ანდრე სილვა („აინტრახტიდან“ „ლაიფციგში“, 23 მილიონი ევრო): სილვა სუპერვარსკვლავია მხოლოდ ფილიპ კოსტიჩთან კომპლექტში (ბუნდესლიგის გასული წლის სეზონის ყველაზე შედეგიანი ტანდემი). მარტივად რომ ვთქვათ, სილვა ძალიან დამოკიდებულია ფლანგების თამაშზე და საჯარიმოში ჩაწოდებების რაოდენობასა და ხარისხზე. კოსტიჩი სანიმუშო მკვებავის მაგალითია ამ ტიპის თავდამსხმელისთვის.. „ლაიფციგში“ სულ სხვა ფეხბურთია და ფაქტურული თავდამსხმელის სხვა როლი. ამ მოთხოვნეს უკეთ შეესაბამება იუსუფ პულსენი, რომელიც აღემატება სილვას პრესინგში, ჰო, მას ვერ გააქვს ამდენიმე, მაგრამ, ანდრეც, სავარაუდოდ, არ იქნება მოსახერხებელ გარემოში.

ჯანლუიჯი დონარუმა („მილანიდან“ „პსჟ“-ში, თავისუფალი აგენტი): გრძელვადიან პერსპექტივაში გასაგები ტრანსფერი. „პარიზმა“ უზრუნველყო გუნდი ახალი თაობის მთავარი მეკარით, რომელიც ახლაც ახლოს არის ტაპ-დონესთან.მაგრამ ჯერჯერობით ძირითადი მეკარე კეილორ ნავასია.

დონარუმა მარტივად გადავიდოდა კატეგორიაში „თითქოსდა გაუვარდათ“, თუ მისი გადასვლის თანმხლები მოვლენა იქნებოდა „პსჟ“-ს მზაობა, გამოეთხოვოს ნავასს. მკაცრი ნაბიჯია (იმიტომ რომ ნავასი ტოპ-მეკარეა, თუნდაც ასაკოვანი), რომელიც თავიდანვე ძლიერ რწმენას ჩაუსახვდა ჯიჯოს. ეს ჯერ არ მომხდარა — პირველ ხანებში მოსალოდნელია პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გააფუჭონ გრძელვადიანი პერქსპექტივა.

ედუარდო კამავინგა („რენიდან“ „რეალში“, 31 მილიონი ევრო): საშინლად ჰგავს ისტერიულ რეაქციას მბაპეს თაობაზე მოლაპარაკებების ჩაშლაზე. თუ ვერ ავიყვანეთ საფრანგეთის მთავარი ტალანტი, მაშინ რიგით მეორე წავიყვანოთ, და სულაც არ დავაკვირდეთ გუნდის თამაშის ხარისხსა და საჭიროებებს. კამავინგამ ნამდვილად დაიმსახურა საფრანგეთი მეორე ახალგაზრდა ტალანტის სახელი, ამიტომ გარიგებამ შეიძლება, შედეგი დროთა განმავლობაში გამოიღოს, მაგრამ თამაშის გაძლიერების თვალსაზრისით უცნაურად გამოიყურება.

ფრანგის ძირითადი პოზიციაა — ცენტრალური ნახევარმცველი სამეულში. მისი კონკურენტები: ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი და ფედე ვალვერდე. ცოტა უფრო მომწიფებული ვარვერდეც კი ცოტა დროის იღებს. თავისუფალი ადგილი სასტარტოში ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო რამდენ ხანს უნდა ელოდოს უცნობია (მოდრიჩი მალე წავა, მაგრამ შეიძლება არც, თუმცა აგერ კროოსი და ვალვერდე კიდევ დიდ ხანს ითამაშებენ). როგორც მოწმობს ედეგორის გამოცდილება, ყველას არ შეუძლია ლოდინი ამგვარ სქემაში.

მისი გამოყენების მეორე ვარიანტია კაზემიროს დუბლიორის როლი. მრავალი გრძელვადიან პერსპექტივაში მას სწორედ საყრდენის როლში წარმოიდგენს, მაგრამ ჯერჯერობით მზად არ არის. „რენში“ ამ საქმეს ასრულებდა სტივენ ნზონზი, ხოლო ედუარდო თითქმის ყოველთვის მოგვიანებით შემოდიოდა. და ახლა ისევ მოუწევს ძირითადში თამაშის ლოდინი.

საერთოდ გაუგებარი ტრანსფერები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კატეგორია არ გავათანაბროთ ცუდ  ან ჩამოწერილ ფეხბურთელებთან, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევებია, როდესაც სრულიად ალოგიკურად დაემთხვა გუნდის საჭიროებები და მოთამაშეზე დახარჯული რესურსები. აქ ტოპ-ფეხბურთელები არიან, რომლებიც გააძლეირებდნენ ნებისმიერ გუნდს, მაგრამ უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

სერხიო აგუერო („მანჩესტრე სიტიდან“ „ბარსელონაში“, თავისუფალი აგენტი): ტრავმებისა დ კონკურენციის გამო პრემიერ ლიგის ბოლო სეზონში აგუერომ მხოლოდ 559 წუთი ითამაშა (შესაძლო დროის 16%). „ბარსაში“ მესის ( ოთახის მეზობლები ნაკრებში და ახლო მეგობრები) მოკავშირის სტატუსით გადადიოდა. ლეომ დააფასა ჟოან ლაპორტას მზრუნველი ჟესტი და მზად იყო დასარჩენად, მაგრამ ფინანსებმა არ დართო ნება. ახლა აგუეროს პერსპექტივები გაბუნდოვნებულია (მან კონტრაქტის გაწვყვეტის ვარიანტებიც კი შეისწავლა).

სერხიო რამოსი („რეალ მადრიდიდან“ „პსჟ“-ში, თავისუფალი აგენტი: ზუსტად ერთი წლის წინ „პარიზი“ იმ მომენტისთვის 35 წლის ტიაგო სილვამ დატოვა. ლეონარდომ ცალკე აღნიშნა, რომ ფეხბურთელთან არავითარი კითხვა არ არსებობს, ერთადერთი ასაკი აფიქრებს. ამ ზაფხულს კლუბში 35 წლის სერხიო რამოსი მოვიდა. ორივე პირველი კლასის მცველები არიან. ერთ წელში გაუგებარია, რა შეიცვალა.

სილვა არა მხოლოდ გუნდში მყარად დამკვიდრებული ლიდერი, არამედ, შესაძლოა, გუნდის მთავარი ლეგენდა იყო კატარის ეპოქაში. რამოსი წარმოუდგენლად მაგარია: ვთვლი საუკეთესო შემტევ მცველად ფეხბურთის ისტორიაში — არავინ ფლობს იარაღების ასეთ ფართო დიაპაზონს (სხვადასხვა ტიპის პირველი პასი, საჯარიმომდე გარბენები, სტანდარტები, პრესინგში თამაში). ამასთან დაცვაში თავად მას ესაჭიროება დაზღვევა, რომელსაც „რეალში“, ჩვეულებრივ, უზრუნველყოფნენ ვარანი და კაზემირო.

„პარიზში“ თავდაპირველად გუნდის ბალანსი შეტევის მხარეს იქნება, მცველები უფრო დიდ ზეწოლას განიცდიან.. სერხიო არ ჰგავს იმას, ვინც ამ ქაოტურ სიტუაციას შეეგუება. შემტევი ტალანტები დააკომპენსირებენ პრობლემებს, მაგრა უდავოა, რომ ეს არ იქნება საკმარისი. ამ მცირე ტაქტიკური ეჭვების გარდა შემაშფოთებელია „პსჟ“-ს არათანმიმდევრულობა გრძელვადიან დაგეგმვაში.

წყარო: Sports

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო