11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონა კავანის ყიდვას ისევ შეეცდება

0

ამ ზაფხულს, როდესაც კრიშტიანო რონალდო “მანჩესტერში” დაბრუნდა, “ბარსელონამ” სცადა მანკუნიანელებიდან ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი ეყიდა, მაგრამ ამასობაში სატრანსფერო პერიოდი დასრულდა. ერთი ხანობა კავანიმ გუნდის შეცვლა გადაიფიქრა, მაგრამ აშკარაა რონალდოს კონკურენციას ვერ გაუწევს და “ბარსაში” გადასვლაზე უარს არ იტყვის, თუ რა თქმა უნდა, იმავე ხელფასს, წლიურად 10 მილიონ ევროს, გადაუხდიან. ყოველ შემთხვევაში კატალონიელებს გადაწყვეტილი აქვთ იანვარში მის თუნდაც არენდაზე დაილაპარაკონ.

წყარო: calciomercato.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო