11 X 11
სპორტული პორტალი

კროოსი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ

0

გასული სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა საზარდულის მყესების ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა და სულ რამდენიმე დღეა რაც ვარჯიშს შეუდგა. “უკვე მესამედ ვივარჯიშე გუნდთან ერთად და საოცარი შეგრძნებაა, როდესაც არაფერი გტკივა. ბოლო ექვსი თვე ძლიერი ტკივილები მტანჯავდა, მაგრამ გაჩერება არ შემეძლო, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი და ნახევარფინალი გვქონდა სათამაშო, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი. ოპერაციის შემდეგ თავი სწრაფადვე უკეთ ვიგრძენი, მაგრამ ექიმები რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას არ მირჩევდნენ და მეც დავემორჩილე. ახლა ერთი სული მაქვს, როდის აღვიდგენ ფორმას და მოედანს დავუბრუნდები”, – უთხრა კროოსმა ჟურნალისტს.

წყარო: as.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო