11 X 11
სპორტული პორტალი

გენტი-ანორთოსისი – ქართული დუელი არ შედგა

0

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ანორთოსისი” “გენტს” ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

ბელგიურ გუნდში გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო არ თამაშობდა. კვიპროსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მხოლოდ ეს უკანასკნელი შეუშვა შეცვლაზე მატჩის 78-ე წუთზე. 

“გენტი” 6 ქულით ჯგუფის თანალიდერია “პარტიზანთან” ერთად, ხოლო “ანორთოსისი” უქულოდაა.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო