11 X 11
სპორტული პორტალი

ჩემპიონთა ლიგა – II ტურის II დღე – ბარსელონას ფიასკო და მანიუს მხსნელი რონალდო

0

29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები E,F,G D დაH ჯგუფებში გაიმართა.

E ჯგუფი – მიუნხენის “ბაიერნმა” კიევის “დინამო 5:0 გაანადგურა. “რეკორდმაისტერის” მანქანა ჩვეულად მოქმედებდა. დუბლით ლევანდოვსკი გამოირჩა.

შავად აქვს საქმე “ბარსელონას”, რომელსაც უნდა ვაღიაროთ და გრანდობისა აღარაფერი შერჩა. ლისაბონში “ბენფიკამ” აკადემიურ სტილში სამი უპასუხო გოლი შეუგდო კატალონიელებს და ორი ტურის შემდეგ უქულოდ დატოვა. თავად კი 6-ქულიან “ბაიერნს” ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. მესამეზე 1 ქულით კიეველები არიან.

F ჯგუფი – “ატალანტას” კი გაუჭირდა ბერგამოში “იანგ ბოისის” დამარცხება, მაგრამ მეორე ტაიმში გატანილა კინკილა გოლმა ის 3 ქულა მოუტანა, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

“ვილიარეალმა” მანჩესტერში “იუნაიტედს” არათუ არაფერი დაუთმო, სჯობდა კიდეც და რომ არა დავიდ დე ხეას ოსტატობა, პირველივე ტაიმში მინიმუმ ორი ბურთით უნდა დაწინაურებულიყო.  მაინც მოახეხეს ვალენსიელებმა მეორე ნახევარში ანგარიშის გახსნა, რომელიც კი გაქვითეს მანკუნიანელებმა, მაგრამ უნაი ემერის გუნდი უკეთესი ჩანდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. მეტიც, კომპენსირებულ დროში ისევ რონალდომ იმარჯვა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა, რითაც 3 ქულით “იანგ ბოისთან” მეორე ადგილს იყოფს. ლიდერი კი 4 ქულით “ატალანტაა”.

G ჯგუფი – “ზალცბურგი” საკუთარ მოედანზე ოდნავ სჯობდა “ლილს” და ეს საკმაო გამოდგა 2:1-ზე გამარჯვებისათვის და რადგან “სევილიამ” შეძლო და  ბოლო წუთებზე პენალტით 1:1 გაუხადა “ვოლფსბურგს”, ავსტრიული გუნდი 4 ქულით სათავეში მოექცა ჯგუფს, თან 2 ქულით ასწრებს “სევილიასა” და ვოლფსბურგს, ხოლო “ლილი” 1 ქულის ამარაა დარჩენილი.

H ჯგუფი – პირველ ტურში დამარცხებულების, “ზენიტი”-“მალმეს” მატჩში, მასპინძელ პეტერბურგულებს დიდი სათამაშო უპირატესობა არ ჰქონიათ, მაგრამ შეტევის დამამთავრებელ ფაზაში ზუსტად მოქმედებდნენ და 4 უპასუხო გოლი გაიტანეს. აუცილებლად აღსანიშნავია – თითქმის მთელი მეორე ტაიმი შვედები კაცნაკლულნი თამაშობდნენ მცველ ანელ აჰმედჰოჯიჩის გაძევების გამო.

ტურინში   “იუვენტუსმა” მეტად დაძაბულ შეხვედრაში, კიეზას მიერ მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლით მოუგო “ჩელსის”, რომელიც შემდეგ ბევრს კი ეცადა გაყაიმებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ტურინელები ქულადაუკარგავად ლიდერობენ, ხოლო “ჩელსი” და “ზენიტი” 3-3 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო