11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდომ თავის “ბენტლისთვის” ბენზინი ვერ იშოვა

0
ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ კრიშტიანო რონალდომ 300 ათას ევროდ ღირებული Bentley Flying Spur-ი შეიძინა და ამ ავტოთი “მანჩესტერის” საწვრთნელ ბაზაზე მივიდა. როგორც ჩანს, კრიშტის ძალიან მოსწონს ახალი შენაძენი და მხოლოდ მისით უნდა მოძრაობა. მან თავისი მძღოლი “ბენტლიში” ბენზინის ჩასასხმელად გაუშვა, რომელიც “კალონკაზე” მთელი 7 საათი იდგა რიგში და ბენზინი მაინც არ შეხვდა. გეცოდინებათ, დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ რეგიონში პრობლემებია ბენზინის მიწოდებაში და ამის გამო რამდენიმე საფეხბურთო ქვედა ლიგებში მატჩები ჩაიშალა. ასე რომ, კრიშტიანოს “მოუწევს” ცოტა ხნით “ფერარით”, “ლამბორგინით”, “მაიბახით” და ამათ მსგავსებით მოძრაობა მანჩესტერსა და მის შემოგარენში. წყარო: thesun.co.uk
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო