11 X 11
სპორტული პორტალი

დანილოს იუმორი გვარდიოლას ფეხბურთსა და მის ცოლზე

0

ტურინის “იუვენტუსის” 30 წლის მცველმა დანილომ, რომელიც 2017-2019 წლებში პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით “მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა, ყოფილი მწვრთნელი ასე დაახასიათა: “პეპთან მუშაობამ რაღაცეებზე ჩემი შეხედულებები შემაცვლევინა. “სიტიში” ცოტას ვთამაშობდი, რადგან ტრავმები მქონდა.  სიმართლეა, რომ პეპთან კარგ ურთიერთობაში ყოფნა ძალიან რთულია, რადგან ის მუდამ შემართულია და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ღამით ლოგინშიც კი თავის ცოლს ისე აწვენს, თითქოს ფეხბურთელს მოედანზე სამოქმედო არეალი შეურჩია”, – იუმორი გაურია დანილომ.

წყარო: marca.com

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო