11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონას ექს-პრეზიდენტის ბუღალტერია

0

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ, რომელიც ბლაუგრანას 2014-2020 წლებში ედგა სათავეში, გამოაცხადა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით, კლუბის ახლანდელი ხელმძღვანელობა იტყუება, რადგან “ბარსას ვალი 1.35 მილიარდი ევრო კი არაა, არამედ 558 მილიონი ევრო, თანაც Espai Barca-ს ვალის ჩათვლით, რომლის გადახდა სულაც არ არის საჩქარო. შარშან კლუბის ზარალი გახლდათ არა 481 მილიონი ევრო, არამედ 262 მილიონი და პანდემიის გამო კლუბმა დაგეგმილი 330 მილიონი ევრო ვერ მიიღო.  ბარტომეუ ამბობს, რომ “ბარსელონა” ახლა სულაც არ არის ისეთ უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში, როგორაც ახლანდელი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მისი ხელქვეითები აცხადებენ.

წყარო: sport.es

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო