11 X 11
სპორტული პორტალი

ბასილაშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ხაჩანოვს მოუგო და მეოთხედფინალშია

0

აშშ-ში, ინდიანა ველსის ტურნირის მერვედფინალში ჩვენი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი, რეიტინგის 29-ე ნომერი კარენ ხაჩანოვი გახლდათ და ძლიერი მოწინააღმდეგე ორ სეტში (6:4, 7:6) დაამარცხა.

განსაკუთრებით დაძაბული მეორე სეტი გამოდგა. არადა, ნიკოლოზი 5:2 იყო დაწინაურებული და თითქოს იოლად უნდა მოეგო, მაგრამ ხაჩანოვმა შეძლო საქმე ტაიბრეიკამდე მიეყვანა, სადაც ჩვენიანს ერთი გათამაშებაღა აშორებდა გამარჯვებას, მაგრამ მეტოქემ 6:6 გახადა და სულ ეს იყო. ბასილაშვილს უფრო მაგარი ნერვები აღმოაჩნდა, ზედიზედ ორი ქულა აიღო და საბოლო გამარჯვებას მიაღწია.

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასია, ვინაც ავსტრალიელ ალექს დე მინოს მძიმე ბრძოლაში სძლია. მათი მატჩი ხვალ, 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო